დღეს, 22 აპრილს, პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმენენ. ლილუაშვილი კომიტეტის წევრებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს. ანგარიში 27-გვერდიანია და მასში სუს-ის 2018 წლის საქმიანობა არის ასახული.
სუს-ის ყოველწლიური ანგარიში მაისში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოსთვის ძირითად გამოწვევად ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა და რუსეთის მიერ წარმოებული არაფორმალური ანექსიის პროცესი რჩება.