საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრის გამო მწუხარებასგამოთქვამს.
"შოკირებული და დამწუხრებული ვარ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კატასტროფული ხანძრის გამო. განსაცდელის ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები პარიზისა და საფრანგეთისკენაა მიმართული" , - წერს მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ "ტვიტერში".
შეგახსენებთ, რომ დღეს, საღამოს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი წაეკიდა. ხანძრის შედეგად ჩამოიშალა ტაძრის სამრეკლო და ჭერი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მეხანძრე-მაშველების თქმით, შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს სარემონტო სამუშაოებთან.