საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ENG/RUS

“მე მიყვარს დიეგო ჩემს თავზე მეტად” - ფრიდა კალო

პატარძლის მშობლები მათ კავშირსსპილოსა და მტრედის ქორწინებასუწოდებდნენ. მართლაც, საქმრო საცოლეზე 21 წლით იყო უფროსი, ასი კილოგრამით მძიმე, ორი თავით მაღალი, გარეგნულად არც თუ ისე სიმპათიური, მაგრამ ცნობილი იყო, როგორც ქალების სასოწარკვეთილი მუსუსი.

დიეგო რივერას პრინც გომბეშოს ეძახდნენ. მაგრამ თავისი მძიმე, მოუხეშავი გარეგნობის მიუხედავად, ის დაჯილდოებული იყო უდიდესი ხიბლით - ბრწყინვალე იუმორით, სათუთი გრძნობითა და სინაზით.

ეს ქალებს იზიდავდა. ამის გარდა, მეორედ დაქორწინების დროს რივერა უკვე ცნობილი იყო, როგორც მხატვარ-მონუმენტალისტი. ის იღებდა შეკვეთებს ფერწერული ტილოების კერძო კოლექციონერებისგან და მექსიკის მთავრობისგან.

1922 წელს რივერა მექსიკის კომუნისტური პარტიის წევრი გახდა. ის რევოლუციური იდეების დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ და 1927-38 წლებში საბჭოთა კავშირშიც იმყოფებოდა.

მეხიკოში ყველამ იცოდა ცნობილი მხატვრის სახლი. და აი, სენსაცია: დიეგო ქორწინდება უცნობ გოგონაზე მეხიკოს ახლოს მდებარე კოიოაკანადან.

პატარძალი ფრიდა კალო იყო. ის უნგრელი ებრაელი ემიგრანტის ფოტოგრაფ გილიერმო კალოსა და მექსიკელი ლამაზმანის მატილდა კალდერონის ოჯახში დაიბადა. მათ ორი ქალიშვილი შეეძინათ.

უფროსი ფრიდა, რომელიც დედას ძალიან ჰგავდა, მამის საყვარელი გოგონა იყო. ის გამოირჩეოდა სხარტი გონებით, მღელვარე ტემპერამენტითა და პრეტენზიული ხასიათით. ექვსი წლის ასაკში გოგონამ პოლიომიელიტი გადაიტანა, მაგრამ ამის მიუხედავად, ის ბავშვობაში ჩიტივით დაქროდა.

ჩიტის ფრენა 1925 წელს შეწყდა, როდესაც ფრიდა 18 წლის იყო, ავტობუსი, რომელშიც გოგონა იჯდა, ტრამვაის დაეჯახა.

ფრიდამ სერიოზულად დაიზიანა ხერხემალი და მენჯი, მოიტეხა ნეკნები და ლავიწის ძვალი.

მკურნალობა რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა. გოგონამ 33 ოპერაცია გადაიტანა, გამოიცვალა 28 კორსეტი. მას გამუდმებით სტანჯავდა ტკივილები.

სული ერთადერთი იყო, რომელიც მის სხეულში გადარჩა. “მე გადავრჩი. მე მაქვს ის, რისთვისაც უნდა ვიცოცხლო - ეს მხატვრობაა”, - ეუბნებოდა ფრიდა დედას. სწორედ ფერწერამ დაუკავშირა მისი ცხოვრება დიეგო რივერას.