«არა ნაცებს », « არა ბოროტებას » - ამ წარწერით თბილისის ქუჩებში, ბილბორდებზე ახალი ბანერები გამოჩნდა.
იალბუზის ქუჩისა და ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს კვეთაზე განთავსებულ ბოლბორდზე ბანერი რამდენიმე წუთის წინ გააკრეს.
პოსტერზე მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილის, ბაჩო და დათა ახალაიების, მეგის ქარდავას, ვანო მერაბიშვილისა და ნიკა გვარამიას ფოტოები გამოსახული.