იტალიაში, ქალაქ ბარიში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცი გამვლელებმა ზღვაში, სანაპიროს სიახლოვეს შეამჩნიეს, რის შემდეგაც პოლიციას მიმართეს. ადგილზე სამართალდამცველები და სანაპირო დაცვის სამსახური იყო მობილიზებული.
ამ დრომდე უცნობია, რა გახდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.