შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა კახა ქემოკლიძემ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში სამინისტროს მიმართულებით არსებული პოზიტიური მაჩვენებლები შეაფასა:
„გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში“, 2018 წლის მონაცემებით საქართველომ 66-ე ადგილი დაიკავა და წინა წელთან შედარებით პოზიცია ერთი საფეხურით გაიუმჯობესა;
სამინისტროსთვის, აღნიშნული კვლევა საინტერესოა იმ კონტექსტში, რომ ის უწყების ინსტიტუციურ პროგრესს აფასებს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე როგორიცაა მაგალითად: ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, მკვლელობების მაჩვენებელი და პოლიციური ძალების სანდოობის ხარისხი.
სამივე მიმართულებით სამინისტროს აქვს მნიშვნელოვანი დადებითი მაჩვენებლები, რაც თავისმხრივ, უწყების სწორი მიმართულებით განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ინდიკატორია“ - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.