21 სექტემბერს, 11 საათზე, თბილისის ბოტანიკურ ბაღში ავსტრიის მიერ საქართველოს სატყეო დარგის მხარდასაჭერად, ხელი მოეწერება ხელშეკრულებას CENN-სა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს შორის. ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი ტყის მართვის სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ.