ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმის პროკურორის, გიორგი ოსაძის განმარტებით, დაცვის მხარის მოწმის, ყოფილი პატრულ-ინსპექტორის, ლევან ლობჯანიძის დღევანდელი ჩვენება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს აცდენილია.
"დაცვის მხარის მოწმემ, ლევან ლობჯანიძემ სასამართლოს მიაწოდა საქმეზე დაკითხული ათეულობით მოწმისგან სრულიად განახვავებული ინფორმაცია, რომ თითქოს, შემთხვევის ადგილზე მან ნახა იარაღები. მაშინ, როცა აღნიშნულმა მოწმემ 2004 წელს, ასე ვთქვათ, მეგობრული დამოკიდებულებით ბაშალეიშვილისადმი, რომელსაც შემთხვევის ადგილზე იარაღი გაუვარდა, გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს, შემთხვევის ადგილზე მოხდა ორმხრივი სროლა.
აღნიშნულის შემდგომ, ამავე მოწმემ 2006 წელს, კვლავ შეცვალა ჩვენება გამოძიების ეტაპზე და გამომითხვისას დაადასტურა სრულიად სხვა ინფორმაცია.
2012-2013 წელს მოწმემ გამომძიებელს ორ ჩვენებაში მიუთითა, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღები არ უნახავს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს მოწმე სასმრთლოში აცხადებს, რომ ეს გამოწვეული იყო არა იმით, რომ მასზე ვინმემ ფიზიკური, ან ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინა, არამედ, მას უთხრა გამომძიებელმა რომ სიმართლე ეთქვა.
დღეს გამოკითხული მოწმის ჩვენება სრულიად აცდენილია საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, სხვა მოწმის ჩვენებებს და ასევე თავად, ბრალდებულ ზაზა ბაქრაძის ჩვენებისგან. მან დაადასტურა სასამართლოს წინაშე, რომ შემთხვევის ადგილზე, როცა დაკავების ღონისძიება მიმდინარეობდა, იარაღი არ ყოფილა", - აცხადებს ოსაძე.
მისივე განმარტებით, სასამართლოს აღნიშნული მოწმის ჩვენების შეფასება გაუჭირდება, რადგან ლობჯანიძემ ჩვენება არასრთხელ შეცვალა. დადგება თუ არა მის მიმართ სისხლისსამართლებირივი პასუხიამგენლობის საკითხი, ოსაძის განმარტებით, ეს სასმართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი.
"ბრალდების მხარეს მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ამ მოწმის ჩვენების შეფასება ძალიან გაუჭირდება, ვინაიდან მოწმემ წარსულში არაერთხელ საქმისგან განსხვავებული ჩვენებები დააფიქსირა.
მას შემდეგ, რაც მოცემულ საქმეზე განაჩენი იქნება გამოტანილი, მიეცემა შეფასება მოწმის მიერ გაცხადებულ ინფორმაციას", - დასძენს პროკურორი.
შეგახსენებთ, რომ ლობჯანიძის გამომითხვა სასამართლოში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მის მიერ გაჟღერებულმა ინფორმაციამ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი იყო, დაზარალებულ სოსო რობაქიძის გაღიზიანება გამოიწვია. ის მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დარბაზიდან გაიყვანეს.