საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ENG/RUS

ეს არის ოკუპაციის ნამდვილი სახე - ქეთევან ციხელაშვილი ახალგორში რუსული სკოლის გახსნაზე

რესპოდენტის შესახებ

ეს არის რუსიფიკაციის პოლიტიკის მანიფესტი და ნამდვილი სახე ოკუპაციის რეგიონში, - ამის შესხებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ახალგორში რუსული სკოლის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება და გამოხატულება, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდება. 

„ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება და გამოხატულება, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდება. ეს არის რუსიფიკაციის პოლიტიკის მანიფესტი და ნამდვილი სახე ოკუპაციის რეგიონში. არა მხოლოდ ეთნიკურად ქართული მოსახლეობისთვის, არამედ ოსური მოსახლეობისთვისაც ეს უნდა იყოს ძალიან მკაფიო გზავნილი იმისა, თუ რას წარმოადგენს რეალურად ეს პოლიტიკა და არ ემსახურება არც ერთის ინტერესებს. ჩვენ ამ საკითხებზე ვსაუბრობდით გუშინ, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე. მშობლიურ ენაზე განათლების შეზღუდვა არის ერთ-ერთი მძიმე ფორმის მანიფესტი, რადგან საქმე ეხებათ ბავშვებს და ზოგადად მდგომარეობას. ახალგორში ერთმანეთთან მშობლიურ ენაზე კომუნიკაციასაც უზღუდავენ“, - განაცხადა ციხელაშვილმა.