უახლოეს დღეებში, საბაჟოს ხელმძღვანელობისა და ბიზნესმენების პირდაპირი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ინიციატივა საქართველოს საერთაშიროსო ინვესტორთა ასოციაციას ეკუთვნის.
საბაჟოს წარმომადგენლებთან საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ შეხვედრა უკვე გამართა, რომლის მთავარი თემაც ე.წ. "საბაჟოს ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების რეჟიმი" იყო. რომელიც ტექსტილის დარგში მომუშავე ფირმებს აწუხებთ. გამოსავლიანობის ნორმის დადგენა და ნარჩენების მიმართ არსებული პროცედურები, ექსპერტის დასკვნა, ნარჩენების ჩამოწერა-განადგურების პროცესი და აქტის შედგენა, საქონლის გადამუშავების ვადები, საბაჟოს ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების რეჟიმის დროს კონტროლის პრობლემა და სირთულეები, სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების განბაჟების უფლება სასაზღვრო პუნქტებში, საბანკო გარანტიების წარდგენა და ასე შემდეგ.
ასოციაციაში განმარტავენ, რომ საქართველოს საერთაშიროსო ინვესტორთა ასოციაცია განაგრძობს ურთიერთობების გაღრმავებას საბაჟო სამსახურების კომპეტენტურ და უფლებამოსილ პირებთან, რათა მიღებულ იქნას სრული ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და ბიზნესმენებს დამატებით მიეცეთ ახსნა-განმარტებები კანონმდებლობასთან მიმართებაში. შეხვედრებზე განიხილება ის საკითხები, რომელიც აწუხებთ ინვესტორებს.