საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად დონალდ ტრამპმა დასვენების დღე აიღო. ამაზე მეტყველებს თეთრი სახლის გრაფიკი.
„საზოგადოებრივი ღონისძიებები პრეზიდენტს ჩანიშნული არ აქვს“ - ნათქვამია განრიგში. ტრამპი ისვენებდა გუშინაც, როგორც კი სინგაპურიდან დაბრუნდა, სადაც შეხვდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს.
დღეს აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს 72 წელი შეუსრულდა. ის ყველაზე უხუცესი პრეზიდენტია, რომელიც ამერიკას ოდესმე აურჩევია: არჩევნების დროს მას 70 წელი შეუსრულდა. დღეს ის მეორე დაბადების დღეს აღნიშნავს მისი პრეზიდენტობის პერიოდში.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი 1946 წლის 14 ივნისს ნიუ-იორკში დაიბადა.
თუ როგორ აპირებს აშშ-ის ლიდერი საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნას, თეთრი სახლი ინფორმაციას არ ავრცელებს.