კვირიკაშვილის გადადგომა არ მითხოვია, გახარიას და წულუკიანის ვითხოვე, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
„მე კვირიკაშვილის გადადგომა არ მომითხოვია. მე მოვითხოვე გახარიას და წულუკიანის გადადგომა. კი, მართალია, რომ მოვითხოვე მისი მთავრობის გადადგომა, მაგრამ როდესაც გიორგი კვირიკაშვილს შევხვდი, მე ვერ დავინახე ის, რომ კვირიკაშვილმა იცოდა ამ საქმის შესახებ რამე და დამალა. ვინც დამალა ვითხოვ კონკრეტულად იმ პიროვნების გადადგომას და რატომ იკავებენ ჯერ-ჯერობით პოსტს ძალიან მიკვირს”, - განაცხადა სარალიძემ.
გიორგი კვირიკაშილმა დღეს პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.