სს "საქართველოს ბანკმა" (LSE: BGEO GSE: GEB), საქართველოს წამყვანმა ბანკმა და "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა" (EBRD), ხელი მოაწერეს სამ სასესხო შეთანხმებას, საერთო მოცულობით 50 მლნ აშშ დოლარი. ხსენებული დაფინანსების ვადა 5 წელია. "საქართველოს ბანკს" ამ ფინანსური რესურსის ათვისება 18 თვის განმავლობაში შეუძლია.
"მოხარული ვარ, რომ "საქართველოს ბანკის" დიდი ხნის პარტნიორი, EBRD განაგრძობს ბანკთან თანამშრომლობას. EBRD-ს მიერ გამოყოფილი ეს დაფინანსება კიდევ უფრო გაზრდის "საქართველოს ბანკის" კონკურენტულობას საქართველოში გრძელვადიანი სესხების გაცემაში. მინდა მივულოცო ჩვენი ფინანსური რესურსების მოზიდვის გუნდს ამ ტრანზაქციის წარმატებით განხორციელება", _ განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.