ბულგარეთის სახელმწიფო კომპანია "ბულგარტნასგაზი" ქვეყანაში გაზის მიწოდების ორ მარშრუტს განიხილავს. ერთი მარშუტი თურქეთის ტერიტორიაზე გაივლის, ხოლო მეორე შავ ზღვაზე. აზერბაიჯანიდან მიწოდებული გაზით ბულგარეთი მოხმარების 50 %ის უზრუნველყოფას შეძლებს.
"პროექტის რეალიზაცია 2013 წლისთვის დაიწყება", _ განაცხადა კომპანიის დირექტორმა ივან დრენოვიჩკიმ.
შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს ბაქოში გაიმართა ბულგარეთ-აზერბაიჯანის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც განხილული იყო ბულგარეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ "ბულგარტნასგაზი", "სოკარი"მ შახდენიზის წარმომადგენელი "სტატოილი" და "ბი-პის" წარმომადგენელი "ტოტალი".
შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის შემდეგ ბულგარეთი აზერბაიჯანიდან წელიწადში 2 მლრდ კუბ/ გაზს მიიღებს.