პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ესტონეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები.
სტუმრებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს პოზიცია, რომ საქართველოს ესტონეთის მხრიდან ყველა ფორმატში მხარდაჭერა ექნება.
„ესტონეთი ჩვენი დიდი მხარდამჭერი და მეგობარი ქვეყანაა, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე გვეხმარება და ყოველთვის მხარს უჭერს იმ საკითხებს, რასაც საქართველო ევროკავშირში აყენებს. დღესაც იმ თემებზე ვისაუბრეთ, რაც საქართველოსთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში და განხილული იყო ამ მიმართულებებით როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის საკითხები",-განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.