საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ENG/RUS

სამხედრო სამსახური სავალდებულო აღარ იქნება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც სამხედრო სამსახური სავალდებულო აღარ იქნება.

ბრძანებას თინა ხიდაშელმა დღეს, ჟურნალისტების თანდასწრებით მოაწერა ხელი.

„ჩემი ერთ-ერთი დაპირება იყო სავალდებულო გაწვევის გაუქმება. მე ვთქვი, რომ 2017 წლიდან სავალდებულო გაწვევა აღარ იქნება. საქართველოს შეიარაღებული ძალები ღირსეულია და ყველას უნდა სურდეს იქ მსახურობა, ვისაც არ სურს, ძალით არ წავიყვანთ. მე თქვენი თანდასწრებით ვაწერ ხელს ბრაძანებას, რომ სავალდებულო გაწვევა აღარ იქნება“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მისივე თქმით,  თავდაცვის მომდევნო მინისტრებს, შეუძლიათ, ეს ბრძანება გააუქმონ. 

"ჩემს შემდგომ მინისტრებს, ვისაც არ მოეწონება, თავად უნდა გააუქმონ ეს ბრძანება", - აღნიშნა ხიდაშელმა. 

თინა ხიდაშელი მედიას ერთი წლის ანგარიშს წარუდგენს.