ENG / RUS

სერგი კაპანაძე: ასეთი კადრების გავრცელება მაღალ დონეზე შეთანხმების გარეშე ვერ მოხდებოდა

რესპოდენტის შესახებ

ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე „ჯი-ეიჩ-ენი“ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“  თავმჯდომარეს სერგი კაპანაძეს ესაუბრა.

-სერგი გამარჯობა, ამდენი წლია გიცნობ და ასე აღშფოთებული არ მინახიხარ არასოდეს. თუ დიპლომატიურ პასაჟს გამოვიყენებ, აშკარა იყო, რომ  შენთან ურთიერთობაში ვიღაცამ თუ რაღაც მოვლენამ „წითელი ხაზი“ გადაკვეთა. და მაინც რატომ გახდა ეს ფაქტი შენი ასეთი აღშფოთების მიზეზი?

-გამარჯობა. საქმე იმაშია, რომ არის რაღაც ქმედებები, რაც ცდება ყოველგვარ ზღვარს და მათზე აღშფოთების გამოხატვა ყველას მოვალეობაა. ანალოგიური განცდა მქონდა ციხის კადრების ჩვენების დროსაც. შეუძლებელია ნორმალურ ადამიანს არ შეზიზღდეს ამის გადამღები და გამავრცელებელი. არანაირი განსხვავება არ აქვს ჩემთვის ამ დროს, ვინ გადაიღო, ვინ გაავრცელა და ვის ინტერესში იყო. პირადი ცხოვრება არის პირადი ცხოვრება და მხოლოდ სრულიად ამორალურ ადამიანს, თუ პოლიტიკოსს შეუძლია ამით დაშანტაჟება.

-ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ამ ფაქტით ხელისუფლების ერთმა ჯგუფმა ან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ერთმა კასტამ ხელისუფლებას უჩვენა ყვითელი ბარათი და ამით ცდილობს თუდაც ბატონ ივანიშვილს ან კვირიკაშვილს საკუთარი თამაშის წესები უკარნახოს, პარალელულად მეორე კურდღესაც კლავს - ოპოზიციის დიკრედიტაციას ცდილობს. რატომ და რისთვის დასჭირდათ ამ კადრების აფიშირება?

-მე მგონი, ბევრი ახსნა შეიძლება მოეძებნოს ამას და მისი გამავრცელებლის ამოცანაც სწორედ ეს იყო - ყველას თავისი ვერსიისთვის მიესადაგებინა. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს ხელისუფლების შიგნით ერთი გუნდის მიერ მეორის დაშანტაჟების მცდელობა და იმის ჩვენება, რომ, თუ კარგად არ მოიქცევიან, მაშინ მათი ვიდეოებიც შეიძლება გავრცელდეს. სხვა ვერსია არის, რომ ეს არის „თავისუფალი დემოკრატების“ წინააღმდეგ მიამრთული მორიგი ქმედება. ჯერ ბუკა პეტრიაშვილზე შეტევა, ახლა კონკრეტული პოლიტიკოსის  დისკრედიტაცია. არ დაგვავიწყდეს, რომ თავისუფალმა დემოკრატებმა უკვე დაიწყეს საარჩევნო კამპანია, რეგიონებში სიარული და საკმაოდ დიდი იმედები აქვთ, რომ ოცნებას ხმებს წაართმევენ. სხვა მოსაზრება ნაციონალურ მოძრაობას აბრალებს, მაგრამ ამას უკვე მივეჩვიეთ, ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის ყველაფერი ნაციონალური მოძრაობის ბრალია. მოკლედ, არ აქვს დიდი მნიშვნელობა ვინ გააკეთა. ფაქტია, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა მიუძღვის იმ გარემოს, რომელიც ჩამოყალიბდა ბოლო წლებში - სრული დაუსჯელობა. ხვედელიძის მაგალითი მხოლდო ერთი იყო. შსს-მ ისევ დაიტობა უკონტროლო მოსმენების უფლება, მიუხედავად დიდი პროტესტისა არასამთავრობო სექტორის მხრიდან. ჯამში, ეს ყველაფერი გააპირობებს ამ სიბინძურეს.

-ვერ დავიჯერებ რომ ხელისუფლებაში ყველა ადამიანი იყოს იმის ხელშემწყობი და მომხრე, რაც მოხდა. რა სამართლებლივი მექანიზმი არსებობს იმისთვის, რომ ხელისუფლება ამ მხრივ უფრო ფხიზელი ან მობილიზებული იყოს?

-ალბათ არ იყო ყველა ადამიანი. მაგრამ ეს არაფრს ნიშავს და არ ათავისუფლებს პასუხიმგებლობისგან ხელისუფლების სხვა წევრებს. ყველაზე კომფორტული პოზიციაა, თქვა, რომ ჩემი ბრალი არ არისო და “ტექნიკურად” ხელი შეაწმინდო სხვა, შენსავე კოლეგას. ალბათ მნიშვნელოვანია, რომ ეს დირექტივა გაიცეს მკაფიოდ ყველა დონეზე - არა მხოლოდ პრემიერის, არამედ ბიძინას მხრიდანაც. ჩვენთან სამწუხროდ, ხომ სწორედ ბიძინა წყვეტს ყველა საკითხს. და ძალოვნებიც მას ექვემდებარებიან, როგორც თავად პრემიერიც აღიარებს თავის პარტნიორებთან საუბრებში. მოკლედ, ფაქტია, რომ ასეთი კადრების გავრცელება მაღალ დონეზე შეთანხმების გარეშე ვერ მოხდებოდა. ამიტომ ხელისუფლების პასუხმისგბელობაა, ნებისმიერ შემთხვევაში. ახლა აბათ ყველაზე უსუსურ თავის მართლებას მოვისმენთ - ვერ ვადგენთ ვინ იყო დამნაშავე და შესაძლოა ისევ ოპოზიცია უსმენდესო.

-რამდენად აქცევს ასეთ ფაქტებს, თუნდაც სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობის თვალსაზრისით, ყურადღებას საერთაშორისო თანამეგობრობა? ეს და ანალოგიური ფაქტები არ ხვდება მათი ყურადღების ქვეშ თუ ამაზე ხდება გარკვეული რეგირება და რა სახით?

-რა თქმა უნდა, ხდება. ეს ხომ ძალიან დიდი სიბინძურეა. მოსმენების თემა საკმაოდ აქტუალურია სხვა ქვეყნებშიც. აშშ-ში, გერმანიაში. პოლონეთში ლამის მთავრობა გადაყვა ერთ-ერთ რესტორანში პოლიტიკოსების მოსმენების გაშიფრული ჩანაწერების ერთ-ერთი გაზეთის მიერ გამოქვეყნებას. ასეთი სიბინძურე ძალიან უშლის ხელს ჩვენი პარტნიორების დარწმუნებას, რომ ჩვენ ევროკავშირის და ნატოს ღირსი ვართ, რადგან ისინი ხედავენ, რომ აქ ძალაუფლებისთვის ომი ნებისმიერი ხერხებით არის გამართლებული და არანაირი წითელი ხაზები არ არსებობს. ეს კი არ ითვლება კარგ ტონად ევროპასა და ამერიკაში. ასევე, ნათლად ხედავენ, თუ როგორი ძალაუფლება აქვთ ძალოვან უწყებებს და რამდენად უკონტროლო არიან ისინი, თუ მონდომებენ ნებისმიერი ადამიანის პირადი ცხოვრების ჩაწერას.

-რადგან საარჩევნო წელია, ძნელად წარმოსადგენია, რომ მან კომპრომატების ომის გარეშე ჩაიაროს, მით უფრო ხელისუფლების ბეგრაუნდის გათვალისწინებით. მაგრამ არსებობს რაიმე სახის თამაშის წესი, რომელზედაც არის შესაძლებელი ყველა პოლიტიკური ძალის შეთანხმება, რომ ასეთი სიბინძურეებით არ მოხდეს ხელების გადაგრეხვა?

-აზრი არ აქვს. ჩემი აზრით, არანაირი შეთანხმეაბა არ მოხდება ამ თემაზე. არ დაგვავწიყდეს, რომ ოცნება ხელისუფლებაში სწორედ ვიდეოებით მოვიდა და დიდი ეჭვი მაქვს, რომ არ იტყვის უარს ამ ინტრუმენტის გამოყენებაზე. ანალოგიურად, როდესაც ერთი ძალა უარს არ ამბობს, სხვა ძალებიც მოტივირებულნი იქნებიან, რომ იგივე გააკეთონ. ამიტომ, მე არ მგონია, რომ ასეთ წესებზე შეთანხმება მოხდება. წესით, ეს უნდა ითავონ ლიდერებმა, მაგრამ აქაც პრობლემა გვაქვს. ვინ არის "ოცნების" ლიდერი? ამიტომ, ჩემი ზრით, გამორიცხულია, რომ მოხდეს ასეთ სუფთა თამაშის წესზე შეთანხმება.

 „ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა გეგა სილაგავა

ავტორი: . .