ENG / RUS

ნიკა რურუა: ამგვარი ამორალური ფოკუსები ვერ უშველის ხელისუფლების პრობლემებს

რესპოდენტის შესახებ

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ტირაჟირებასა და რეაქციებზე „ჯი-ეიჩ-ენი“ საზოგადოება „ივერიის“ დამფუძნებელს ნიკა რურუას ესაუბრა

- ბატონო ნიკა, სოციალურ ქსელს თუ გადავავლებთ თვალს, საკმაოდ ბევრი ინტელექტუალი და არა მხოლოდ ისინი, თანხმებიან იმაზე, რომ ის რაც გუშინ მოხდა სახელისუფლებო დრას ერთი თავის მიერ სხვა თავისთვის გარკვეული სიგნალი და გაფრთხილებაა, ეს სცილდება კონკრეტული პერსონის მიერ სხვისი პირადი ცხოვრების აფიშირების მანიაკალურ სურვილს. თქვენ რას ფიქრობთ რეალურად ვის და რატომ დასჭირდა ახლა ამ სიბინძურის გამოფენა?

- ეს, ცხადია, არ იყო მიმართული ერთი ადამიანის დისკრედიტაციისკენ მხოლოდ. ამ კადრების “გამოფენას”დაშინების ფუნქცია ჰქონდა ხელისუფლების მმართველებისგან დანარჩენების მიმართ; ეს ერთგვარი მესიჯი იყო, რომ თუ გაბედავთ და ხელისუფლების, ჩასაძირად განწირულ გემს დატოვებთ, აი ასე გამოგაჭენებთ თქვენცო.

ჩემი აზრით, აქ ადრესატი ოცნებელები იყვნენ, როგორც პარლამენტში, ისე სამინისტროებსა და მინისტრთა კაბინეტში. ამით ივანიშვილს შეკოწიწებული ერთიანობის შენარჩუნება სურს. მეეჭვება, რომ ეს მის გარეშე მომხდარიყო.

- „კადრებიიყო საშუალება, რითაც  მოვიდნენ ხელისუფლებაში, კადრები გახდა ცალკეული პერსონების დისკრედიტაციის მექანიზმი და უფრო მეტიც - სისასტიკის საჯარო ტირაჟირებითა და საჯარო ჩვენებებით ხელისუფლება შეეცადა დუღილის მაღალი ტემპერატურის შენარჩუნებას - თუმცა ცხადია, რომდღესამან უკურეაქცია გამოიწვია. რას უნდა ველოდოთ? გაგრძელდება ესსაჯარო ჩვენებები?

- სავარაუდოდ, კი რადგან ამ ხელისუფლებამ მეტი არაფერი იცის, თუ არა სისაძაგლის, ცილისწამების ტირაჟირება და შემდეგ ამ ყველაფრის მიერ შექმნილ ფონზე “უკეთესად” თავის წარმოჩინების.

მაგრამ ეს აღარ გაუვათ. დაძველდა მეთოდი და ხალხი ხვდება, რომ ამგვარი ამორალური ფოკუსები ვერ უშველის მის პრობლემებს. ამიტომ, ხელისუფლება ამ გზაზე დგას, მაგრამ ეს გზა მას სულ სხვაგან მიიყვანს. იქ არა, სადაც მათ უნდათ.

- ბოლო მოვლენამ და საზოგადოების თითქმის ერთსულოვანმა რეაქციამ, შეიძლება ზოგიერთის ფარისევლურმა, მაგრამ მთლიანობაში ერთნაირმა მიდგომამ, გამიჩინა კითხვა: მრავალსერიანი ფილმი, რომელსაც ბატონო ხაინდრავა იღებს და რომლის პათოსიც გასაგებია, რამდენად მომგებიანი აღმოჩნდება ხელისუფლებისთვის (რადგანაცდამკვეთიცნობილია) და რამდენად შეუწყობს ხელის სამოქალაქო უთანხობის გაღრმავებას ან პირიქით?

- უთანხმოება რაც არის, იმას აწი ვეღარაფერი გააღრმავებს, რადგანაც რისი კადრებაც შეეძლოთ ხალხის დასაპირისპირებლად, მათ ყველაფერი იკადრეს.

ეს ფილმი კი სახე იქნება “ოცნების” მახინჯი მმართველობის. რუსულ სტილში გადაღებული პროპაგანდისტული უნიჭობა: შავი, ყალბი, და უბადრუკი.

 

- ხელისუფლების მანიაკალური აზროვნების მოხელეები არა მხოლოდ ბუდუარებში უძვრებოდნენ თანამოქალაქეებს და იღებდნენ მათ, არამად უწყობნენ პროვოკაციებს, აწამებდნენ და აფიქსირებდნენ ვიდეოკადრებზე. როგორ ფიქრობთ, რატომ არ ხდებოდა ამ ფირების გასაჯაროება მაშინ? ხომ ცხადია, რომ იმჟამიდელ ხელისუფლებას ფირები მაშინდელ ოპოზიციონერებზე და დღეს ხელისუფლებაში მყოფ პერსონებზეც ექნებოდა?

- ამაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ჩემთვის არანაირად არ იყო ცნობილი ვინ ვის და რას უღებდა თუ უღებს, მაშინ თუ დღეს. მაშინ, წინა ხელისუფლების დროს რომ ამგვარი კადრები არ გასაჯაროებულა, ეს ფაქტია. თუ იღებდა ვინმე ამგვარს, ეს კი დანაშაულია. თუ ასეა, რატომ არ გამოიძიეს და რატომ ვერ დაამტკიცეს ეს 4 წლის განმავლობაში?!

ფაქტია ის, რომ ამგვარ საზიზღრობას წინა ხელისუფლება არ იყენებდა პოლიტიკაში. დღევანდელი კი იყენებს დიდი დოზით. ნებისმიერი ვიღაც ვინც პირად ცხოვრებაში ხელს აფათურებს კანონის მთელი სიმკაცრითაა დასაჯელი, მაგრამ ესენი საკუთარ თავს ხომ არ დასჯიან?! ამიტომაც ხელს ყოველთვის სხვებისკენ იშვერენ.

 

- ზევითაც ვთქვი, რომდღესფაქტთან დაკავშირებით საზოგადოება თითქმის ერთსულოვანი იყო. მაგრამ რა ხერხები არსებობს პოლიტიკაში და როგორი უნდა იყოს საზოგადოების ქცევის წესები,  როდესაც მას აიძულებენ იყოს აგრესიული ცალკეული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალის, პერსონის მიმართ. როგორ გაავლოს ზღვარი ინდივიდმამავნე“ - სამარცხვინო ქცევასა და პირად ცხოვრებას შორს, მაშინ როცა უკიჟინებენ, რომ უმთავრესიამერას ვფიქრობშენზედა არა ის, რომშენი პირადი ცხოვრება, შენი ცხოვრებაა“?

 

- ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ კრიტიკული აზროვნება და ასე პირში ჩალაგამოვლებულს, როგორც “ოცნებამ” დატოვა ხალხი, ვეღარავინ დაგვტოვებს.

რაც პირადი ცხოვრების კადრების და ამგვარის გავრცელებას ეხება, ადამიანების დასამცირებლად და დასაშინებლად, ამაზე ყველამ ერთი რეაქცია უნდა მივცეთ: არ გვაინტერესებს, არ ვუყურებთ, არ გავარჩევთ და არ გვადარდებს. გამოაქვეყნეთ რაც გინდათ.

დაახლოებით ის, რაც ნიკა გვარამიამ ქნა, როცა ანალოგიური რაღაცის გამოქვეყნებით სცადეს მისი დაშანტაჟება.

შანტაჟს ძალა არა აქვს, თუ მისი არ გვეშინია. არ უნდა შეგვეშინდეს არაფრის და ესაა წამალი, ანუ გამბედაობა და კრიტიკული აზროვნება.

„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა გოჩა მირცხულავა

ავტორი: . .