ENG / RUS       12+

გიგა ბუკია:  კოალიციას საკმაოდ დიდი ”ბაგაჟი” აქვს შესრულებული იმ დაპირებებიდან, რაც რელურად გაკეთდა

რესპოდენტის შესახებ

უმცირესობის  ფარგლებში  ფრაქციის  “ნაციონალური მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვისრეგისტრაციის საკითხს  პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კამათი მოჰყვა

საქმე ახალ ფრაქციას ეხება, რომელშიც ნაციონალური მოძრაობის 4 მაჟორიტარი დეპუტატი, ასევე შოთა მალაშხია და ნიკოლოზ ყიფშიძე გაერთიანდნენ ახალი ფრაქციის შექმნას გიგა ბუკია დაუპირისპირდა, რომლის აზრით, ფრაქციის ფორმირებით პარლამენტის რეგლამენტი ირღვევა როგორც გიგა ბუკიამ განაცხადა, ერთი პარტიული სიით არჩეულმა ერთი პარტიის წევრებმა შეიძლება მხოლოდ ერთი ფრაქცია შექმნან, ხოლო პარლამენტის წევრს, გარდა მაჟორიტარისა, თუ მისი პარტიის წევრებმა ფრაქცია შექმნეს, უფლება არა აქვს, იყოს სხვა ფრაქციის წევრი. შოთა მალაშხია და ნიკოლოზ ყიფშიძე მაჟორიტარი დეპუტატები არ არიან, ისინი პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის სიით შევიდნენ და მათი მონაწილეობით ახალი ფრაქციის შექმნა რეგლამენტს ეწინააღმდეგება, რაც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არ გაითვალსიწინა და ახალი ფრაქციის დარეგისტრირება მაინც მოხდა.  

„ჯი-ეიჩ-ენი“- ფრაქცია „კონსერვატორები-ქართული ოცნება“ ლიდერს გიგა ბუკიას ესაუბრა:

-რას ნიშნავს თქვენი განცხადება, რომ ამ ლოგიკით მალე გოგა ხაჩიძეც ფრაქციას შექმნის. ფიქრობთ, რომ  პარლამენტში ახალი ფრაქციის დარეგსიტრირების უკან პოლიტიკური მოტივები დგას?

-ჩემი აზრით, ერთი პარტიული სიით გასულ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან მაჟორიტარები, სხვა ფრაქციაში გაწევრიანებას უკრძალავს რეგლამენტი. მხოლოდ ტექნიკურ საკითხზე იყო მსჯელობა, რამდენად არის გამართული ფრაქციის შექმნის მოთხოვნა. თავისთავად, ჩვენ არც ფრქაციის შექმნის წინააღმდეგი ვართ, მაგრამ აღმოჩნდა რომ  საპროცედურო საკითხთა კომიტეტს  სხვა მოსაზრება აქვს და მან ჩათვალა, რომ მათი მოთხოვნა კანონთან შესაბამისობაშია. ბიუროზე იმიტომ გამოვხატე ჩემი მოსაზრება, რომ  კომიტეტის სხდომას არ ვესწრებოდი. ეს ჩემი პირადი მოსაზრება იყო, ხოლო პარლამენტის ბიურომ ჩათვალა, რომ კომიტეტს უფრო მეტი არგუმენტი აქვს.

რა თქმა უნდა, ფრაქცია პოლიტიკური მიზნებისთვის იქმნება და რა მიზნები აქვთ, ალბათ, საპარლამენტო ცხოვრებაში გამოჩნდება. ფრაქციის შექმნას გააჩნია კანონით გათვალსწინებული უფლება-მოვალეობები, ფუნქციები და  მათი უფრო ფართოდ გამოყენება სურთ.

-რადგან საპარლამენტო ოპოზიციამ საგაზაფხულო სესია ახალი ფრაქციის შექმნით დაიწყო, ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ისეთივე აქტიური იქნება როგორც პარლამენტში, ის მის გარეთ. მიგაჩნიათ, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” არის ის ოპოზიციური ძალა, რომელსაც საარჩევნო პროცესში სერიოზული გავლენა ექნება?

-საარჩევნო წელი დაიწყო და ბუნებრივია, ყველა პოლიტიკური ძალა ეცდება აქტიურად წარდგეს ამომრჩევლის წინაშე, წარმოაჩინონ საკუთარი საკითხები, თემები, ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრის საკუთარი ხედვები და ა.შ. ყველა ეცდება აქტიურად მიიზიდოს ამომრჩეველი და თავი მოაწონონ, რადგან არჩევენების შედეგს საბოლოოდ საქართველოს მოქალაქეები წყევტენ. რაც შეეხება თავად ”ნაციონალურ მოძრაობას”, მათი მომავალი პოლიტიკური გეგმები ერთია, მაგრამ მეორეა - რას გადაწყვეტს ამომრჩეველი. ”ნაციონალური მოძრაობა” არც 2012 წელს ფიქრობდა ხელისუფლებიდან ოპოზიციაში წასვლა რომ მოუწევდა, მაგრამ მოუწია იმ რეალობასთან და ადგილთან შეგუება, რომელიც მას საქართველოს ამომრჩეველმა მიუჩინა.  დარწმუნებული ვარ, რომ  „ნაციონალურ მოძრაობას“ ლიდერობის თვალსაზრისით, რაიმე პერსპექტივა არა აქვს, თუმცა, წინასწარ რაიმე შედეგის დამდები მე ვერ ვიქნები.

-გასულ კვირაში, გარდაბანში ჩატარებული მაჟორიტარული არჩევნები წინასაარჩევნო ”მოთელვად” შეფასდა. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას,  იყო თუ არა სამართლიანი და ობიექტური ის, რაც გარდაბანში ”ქართულ ოცნებასა” და ”ნაციონალურ მოძრაობას” შორის მოხდა?

- არჩევნების სამართლიანობისა და ობიექტურობის შესახებ არც ერთი კითხვის ნიშანი არ დასმულა. რაც მე ვიცი, იყო მხოლოდ 22 საჩივარი და აქედან ძირითადი ნაწილი ტექნიკურ საკითხებს შეეხებოდა. არჩევნების სამართლიანობაზე კითხვაც არ დასმულა. რაც ეხება შედეგობრივად რამდენად იქნება გამეორება, დარწმუნებული ვარ, რომ კოალიცია ”ქართული ოცნება” გაიმარჯვებს და მმართველ ძალად დარჩება. პროცენტულად რიცხვები როგორ ჩამოყალიბდება და ამ შედგებთან, რამდენად იქნება კავშირში, ამის თქმა რთულია, რადგან გარდაბანში ოპოზიციიდან  ”ნაციონალების” გარდა სხვა პოლიტიკური ძალები არ მონაწილეობდნენ. საკუთარი კანდიდატი არავინ დააყენა, მაგრამ იმედია,  საპარლამენტო არჩევნებში აქტიურად ჩაერთვებიან და ”ნაციონალურმა მოძრაობამ” რა შედეგიც ახლა მიიღო გარდაბნის არჩევნებზე, რთულად წარმომიდგენია, რომ ასეთი პროცენტული რაოდენობა მიიღოს საპარლამენტო არჩევნების დროსაც.

-თავად „ქართული ოცნებაში“ ახალი საარჩევნო სიების შედგენის სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.  ”კონსერვატირებს” რა უპირატესობები გაგაჩნიათ და საკუთარ თავს სად ხედავთ სამომავლოდ, იმის გათვალსიწინებით, რომ მმართველმა კოალიციამ დაკარგა ის რეიტინგი და მახრდაჭერა, რაც მას წინა არჩევნების დროს და მის შემდგომ პერიოდში ჰქონდა?

-მე ”ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესს ვერ შევაფასებ, რადგან ფრაქცია ”კონსერვატორების” თავმჯდომარე ვარ. შემიძლია გითხრათ, რომ ”კონსერვატორები” კოალიციურ ერთობაში ისევ ვიქნებით. დარწმუნებული ვართ, რომ კოალიცია ”ქართული ოცნება” გაიმარჯვებს 2016 წლის ოქტომბრის არჩვენებში, რადგან  საკმაოდ წელგამართულად და თამამად შეგვიძლია შევხვდეთ ჩვენს მოსახლეობას და ჩავაბაროთ იმ 4 წლის ანგარიში, რა დროშიც ბევრი რამ გაკეთდა, ან ვერ გაკეთდა. მიმაჩნია, რომ კოალიციას საკმაოდ დიდი ”ბაგაჟი” აქვს შესრულებული იმ დაპირებებიდან, რაც რელურად გაკეთდა. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობისთვის ამის გაგება დიდი სიურპირიზი იქნება. ქვეყნის მოსახლეობას, სამწუხაროდ, ჩვენი პასიურიბის გამო ხშირ შემთხვევაში ინფორმაცია არა აქვს იმაზე, თუ იმ რესურსით და რეალობით რაც იყო ქვეყანაში, ”ქართულმა ოცნებამ” რამდნი რამის გაკეთება მოახრეხა.

-ალბათ, პასუხის გაცემა მოგიწევთ, რატომ ვერ მოახერხა ხელისუფლებამ დაპირებული სასამართლიანობის აღდგენა, რა პასუხს გასცემთ ამაზე მოსახლეობას და თავად როგორ აფასებთ იმას, რაზეც საზოგადოებას მიაჩნია, რომ არ შესრულდა?

-სამართლიანობის აღდგენა არ არის მარტო ის პროცესი, რაც მხოლოდ ძველ სამართალდაღვევების გასწორებას, ან სამართლის აღდგენას შეეხება. ხელისუფლებაში კოალიცია ”ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, მოსახლეობა დამერწმუნება, რომ მცირე გამონაკლისის გარდა, ადამიანის უფლებების დარღვევა და სისტემური დანაშაულები წარსულს ჩაბარდა. ადამიანის უფლებები, სამართლიანი სასამართლო, არაპოლიტიზირებული ძალოვანი სტრუქტურები, რეფორმები, თვითმმართველობების ფუნქციების გაზრდა, მერების და გამგელების პირდაპირი წესით არჩევა და ის რეალობა, რაც ქვეყანაში დღეს არსებობს, ადასტურებს, რომ საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არა აქვს განცდა, რომ ის დაისჯება სხვა პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ან ვიღაცას მისი ბიზნესისი წართმევა უნდა. რაც შეეხება, წინა ხელისუფლების მმართველობის წლებში ჩადენილ დანაშაულებებს, მოგეხსენებათ, რომ პროკურატურამ გამოაქვეყნა საჯარო მოხელეების პასუხის გებაში გადაცემის საკმაოდ შთამბეჭდავი სია, სადაც ნაჩვენებია, რომ 1000-ზე მეტ კონრეტულ მძიმე დანაშაულებებზე, 191 საჯარო მოხელეა პასუხისგებაში მიცემული, მათ შორის, უმაღლესი თანამდებობის პირები, პრეზიდენტი, პრემიერები თუ მინისტრები. ვხედავთ პროცესსაც, რომ იმ დროს დაკარგული ქონებების საკმაოდ სოლიდური ნაწილი უკვე მესაკუთრეებს დაუბრუნდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული სახე და ვერც მოხდებოდა სრულად ყველა საკითხის შესწავლა, რადგან კანონიერი მექანიზმებით და სამართლებრივად დაზუსტება-დამტკიცება უნდა იმ ქონების დაბრუნებასაც, როგორც წაართვეს. თუ ვინმეს აქვს უკმარისობის გრძნობა, ეს არის პროცესი, რომელიც შეუქცევადია და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ მისი შელახული უფლებების აღდგენის მოთხოვნის პროცესშია, მათი ეს უფლებები იქნება აღდგენილი.

- ლგბტ-ს ინიციატივით, საკონსტიტუციო სასამართლოში  ერთსქესიანი ქორწინებასთან დაკავშირებული სარჩელი შევიდა. აღნიშნულის გამო, სოციალურ ქსელში უკვე მოჰყვა რეაგირება, რომ ამის წინაპირობა ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება გახდა, რომელიც სინამდვილეში მოტოივირებული იყო საქართველოს ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო კანონმდებლობის შექმნის აუცილებლობით. ხელისუფლებას, პირდად ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ”ქართულ ოცნებას” ბრალად ედება, რომ მათ  ერთსქესიანი ქორწინების დასაკანონებლად ნიადაგი მოამზადეს. რამდენად სერიოზული შეფასება შეიძლება მიეცეს ამ სახის კამპანიას და შესაძლებელია თუ არა, რომ საკუთარი ინტერესები დაიკმაყოფილოს იმ პოლიტიკურმა ძალამ, ვისგანაც ასეთი პროცესები იმართება?

-სამწუხაროდ, როდესაც ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ მსჯელობა მიდიოდა, ხშირ შემთხვევეაში, უსინდისოდ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ ესა თუ ის პოლიტიკური ლიდერები. მე მათ მოვუწოდებდი, რომ მომავალში მსგავსი საკითხის ამ ფორმით წარმოდგენისგან თავი შეიკავონ. სინამდვილეში, უკვე 2 წელზე მეტი გავიდა ქვეყანაში ამ კანონის მიღებიდან და არა მგონია, რომ ამ საკითხს გართულება, ან ვინმეს უფლებების შელახვა მოჰყოლოდა,  დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში არც არასდროს ყოფილა და არც ახლა არის ვინმეს მიმართ დისკრიმინაციული მიდგომები. იყო ერთერთი მოთხოვნა, რომ ყველა ადამიანს ჰქონოდა საშუალება და უფლება, სასამართლოს გზით დაეცვა თუკი მისი უფლება შეილახებოდა და ეს რეალურად იყო ყველა სხვა კანონში გაბნეული მუხლების ერთ სათაურის ქვეშ მოქცევა. საკითხის ისე დაყენება, რომ ანტიდისკრიმინაციულმა კანონი რამე ისეთი ფორმით იყო მიღებული, რომ ვინმეს უფლებები შეილახა, ხშირ შემთხვევეაში  პოლიტიკური ქულების დაწერისთვის წამოწყებული კამპანია იყო და კანონპროექტზე მსჯელობის დროს თვითონ  მხარეებს დოკუმენტი წაკითხულიც კი არ ჰქონდათ.

-რომელ პოლიტიკურ ძალებს გულისხმობთ?

-მაგალითად, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ამ კანონის მიღებით ჩვენ ინცესტს ვუშვებთ! ამაზე დიდი დიდი სიცრუის ტირაჟირება რაღა გინდათ, რომ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ვითომ და-ძმის ქორწინების ვუშვებთ, ნინო ბურჯანაძემ ეს პირდაპირ ტელეეთერში განაცხადა და სხვა მრავალი ოპოზციური პარტიის წარმომადგენლებიც ამ საკითხის ამგავარდ წარმოდგენით იყვნენ დაკავებული. შესაძლოა, საკითხის რაღაც ფორმულირება საკამათოც კი ყოფილიყო, მაგრამ  არ მიმაჩნია, რომ საკითხის  ასე დაყენება გონივრული და სამართლიანი არ იყო. პიროვნებამ და ადამიანმა ბრალი დასდო საქართველოს პარლამენტს, არა მგონია გონივრული იყოს. რაც ეხება სამომავლო გეგმებს, ”კონსერვატორები” მაქსიმალურად ვართ ჩართული იმაში, რომ ქართული ტრადიციები, ფუნდამენტური უფლებები, რაც საქართველოს მოსახლეობას გააჩნია, მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული და მოხდეს ევროპულ ფასეულობებთან თანხვედრა, რადგან ჩვენ არანაკლები ტოლერანტული ტრადიციების დამცველი ერი ვართ საუკუნეების განმავლობაში, რომელსაც დღეს ფართო დეკლარირებას ვუკეთებთ.

„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა ხათუნა ხატიაშვილი

ავტორი: . .