მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ამჯერად რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით აპირებს.
"რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოსთან პირდაპირი რეისების აღდგენის სურვილი აქვს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამ მხრივ არ მუშაობს. ვხვდებით მოსახლეობას, რომლებიც ამ საკითხის მოგვარებით არიან დაინტერესებულნი. პირობას გაძლევთ, რომ ამ მიმართულებით ბრძოლას დავიწყებთ", - მიმართა ნოღაიდელმა ჭადრაკის სასახლეში შეკრებულ ამომრჩევლებს.
მისი განმარტებით, საქართველოს გაერთიანების მთავარი ფორმულა აფხაზ და ოს ხალხთან მოლაპარაკებასა და რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაში მდგომარეობს.