აბონენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სს „თელასმა“ქვედანაყოფების საქმიანობა გააუმჯობესა | საინფორმაციო სააგენტო GHN
აბონენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სს „თელასმა“ქვედანაყოფების საქმიანობა გააუმჯობესა
 თბილისი 14:47 - 05.07.13 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა669  ზომა:
აბონენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სს „თელასმა" იმ ქვედანაყოფების საქმიანობა გააუმჯობესა, რომელთაც უშუალოდ მომხამრებლებთან კონტაქტი უწევთ- საინფორმაციო ცენტრი, აბონენტთა მომსახურების და ბიზნეს ცენტრები.

„თელასის" საინფორმაციო ცენტრის (call center) საქმიანობა თანამედროვე ტექნოლოგიების და პერსონალის მართვის უფრო ეფექტური სისტემის დანერგვის შედეგად გაუმჯობესდა.

„თელასის" ქოლ ცენტრმა, რომელიც კომპანიის ბიზნეს პროცესებში მჭიდროდაა ინტერგირებული, კლიენტებთან ურთიერთობის ხარისხის დონე აამაღლა. განახლებული საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა შემოსული ზარი მაქსიმალურად ეფექტიანად დამუშავდეს. ქოლ ცენტრი ინტეგრირებულია „თელასის" ყველა მონაცემთა ბაზასთან და მომხმარებელთან საუბარი იწერება. შედეგად, ყოველი კონტაქტი ხდება მაქსიმალურად სასარგებლო როგორც აბონენტისთვის, ასევე კომპანიისთვის.

აბონენტებს ოპერატიულად შეუძლიათ ინფორმაციის მიღება ელექტროენერგიის დაგეგმილი შეზღუდვების, ავარიული სიტუაციების, ელექტროენერგიის გადასახადის და ქსელში ახალი აბონენტების მიერთების შესახებ; ასევე მიიღებენ ტექნიკური სახის ნებისმიერი ინფორმაციას. ქოლ ცენტრის ტელეფონი: 225 - 52 - 11; 277 - 99 - 77;.

„თელასსში" ამოქმედდა ე.წ. „ცხელი ხაზიც", რომლის მეშვეობით აბონენტებს შეუძლიათ კომპანიას შეატყობინონ ელექტროენერგიის დატაცების ფაქტები, ასევე თელასის თანამშრომლების ნებისმიერი უკანონო ქმედება, რაც კომპანიის საქმიან რეპუტაციას აზიანებს.

აბონენტს პასუხობს ავტომოპასუხე და 1,5 წუთის განმავლობაში შეუძლია დაასახელოს დარღვევის ფაქტი, ადგილი, მონაწილეები და სხვა გარემოებები. სურვილის შემთხევაში შესაძლებელია ტელეფონის ნომრის ან სხვა კოორდინატების დატოვება. კანონდარღვევის შესახებ მომხმარებლებს შეუძლიათ „თელასს" შეატყობინონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც hotline@telasi.ge ცხელი ხაზი: 2 77 99 99. კონფიდენციალობა გარანტირებულია.

რაც შეეხება მომსახურების გაუმჯობესებას „თელასის" ბიზნეს და სერვის ცენტრებში, მორიგე პერსონალის სამუშაო დრო 23 საათამდე გაგრძელდა. ასევე ახლო მომავალში ყველა მომსახურების ცენტრში იგეგმება აბონენტებთან ურთიერთობის პროცედურების მაქსიმალურად გამარტივება „ერთი ფანჯრის პრინციპის" დანერგვით.

სს „თელასი" ორიენტირებულია კომპანიის საქმიანობის გამჭვირვალობის ამაღლებაზე, მომხმარებლების და თანამშრომლების ინტერესების მაქსიმალურ დაცვაზე. ამ მიმართულებით სამუშაოებს კომპანია მომავალშიც განაგრძობს.


სს „თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 460 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი" „ინტერრაო ეეს"-ის შემადგენლობაში შევიდა. „ინტერრაო ეეს"-ის მფლობელობაშია „თელასის" აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.

ჯგუფი „ინტერრაო ეესი"- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია , მისი წილი აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერრაო ეეს"-ის სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება.
„ინტერრაო ეეს"-ის ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი და მის მმართველობაში მყოფი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33.5 გიგავატს შეადგენს.

 

მასალის გამოყენების პირობები

2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
ლეონარდო დი კაპრიო რომან აბრამოვიჩის ცოლთან ერთად დაინახეს Fitness Magazine-ის მკითხველის აზრით ლუპიტა ნიონგოს ულამაზესი სხეული აქვს 64 წლის სტივ უანდერს ქალიშვილი შეეძინა
ეს საინტერესოა
როგორ დაეხმაროთ ბავშვს უკეთესად სწავლაში დიდ ბრიტანეთში იყიდება თოჯინა მუსულმანი ბავშვებისთვის ქალს, რომელსაც 10 091 მამაკაცი ჰყავდა, თაყვანისმცემლებისგან მოსვენება აღარ აქვს
 


სტატიები და ანალიტიკა
ნოემბრის თეზისები - ``ან თქვენ ხართ დაკავებული პოლიტიკით, ან პოლიტიკაა დაკავებული თქვენით``
 
ინტერვიუ
ხათუნა ლაგაზიძე: ერთი ჯარისკაცის გარეშეც შეუძლია რუსეთს წყალი შეუყენოს საქართველოს დამოუკიდებლობას
ბიზნესი

მიიღე ტექნიკა უფასოდ

საუკეთესო საჩუქარი ახალ წელს ”ელიტ ელექტრონიქსისგან”

"ვენდი" პირველი რესტორნის გახსნიდან 45 წლის იუბილეს საქართველოშიც აღნიშნავს

„თიბისი ლიზინგის" 9,94%-იან წილს EBRD-გან „თიბისი ბანკი" გამოისყიდის

თიბისის IIIQ-ში მოგება წლიურად 33,8%-ით გაეზარდა

ვენაში მფრინავი ავტომობილი წარმოადგინეს და სულ მალე მისი სერიული წარმოებაც დაიწყება (ვიდეო)

ბიზნესსესხის საშემოდგომო პორტირება საქართველოს ბანკში

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   59.7 %

  -   40.2 %

სულ 976 ხმა

სხვა გამოკითხვები