ვახტანგ ხმალაძე: პრეზიდენტის ნათქვამ სიტყვას, საქმეც უნდა მოჰყვეს | საინფორმაციო სააგენტო GHN
ვახტანგ ხმალაძე: პრეზიდენტის ნათქვამ სიტყვას, საქმეც უნდა მოჰყვეს
 თბილისი 13:01 - 10.02.13 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა568  ზომა:
,,პრეზიდენტის ნათქვამ სიტყვას საქმეც უნდა მოჰყვეს", -განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება.

,,პრეზიდენტი თუ თავის განცხადებაში მართლაც გულწრფელი იყო, რაშიც მთლად დარწმუნებული არ ვარ, მაშინ მის ნათქვამ სიტყვას უნდა მოჰყვეს საქმეც და ეს საქმე იქნება, პირველ რიგში, სწორედ იმ კონსტიტუციური პრობლემის გადაჭრა, რომელიც დღეს არსებობს და პრეზიდენტს აძლევს სრულიად გაუმართლებელ უფლებას გადააყენოს მთავრობა და პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნოს", -განაცხადა ხმალაძემ და აღნიშნა, რომ ბევრი საქმე გამოსასწორებელია.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს დიალოგისთვის რეზიდენციაში ეპატიჟება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სააკაშვილი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ,,გუშინ პრემიერ-მინისტრმა შეცვალა თავისი ჩვეული მოწოდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განადგურების თაობაზე და ჩემს გუნდსა და საპარლამენტო ოპოზიციას დიალოგი შესთავაზა.

ის, რაც 8 თებერვალს მოხდა, ჩვენს ქვეყანაში არასდროს აღარ უნდა განმეორდეს. პოლიტიკური ძალადობა უნდა შეწყდეს, ისევე როგორც თავდასხმები ოპოზიციაზე, ზეწოლა პარლამენტის წევრებზე, შეჭრა ადგილობრივ თვითმმართველობებში ან შერჩევითი დევნა. ჩვენ გვჭირდება კოჰაბიტაციის რეალური პროცესის დაწყება, როგორც ამას ითვალისწინებს ჩვენი კონსტიტუცია და როგორც ეს სურს ჩვენს ხალხს.

ჩემი გამოსვლის კვალდაკვალ და იმისთვის, რომ არ გაგრძელდეს მხოლოდ მონოლოგები და დეკლარაციები ტელეეკრანებიდან და გადავიდეთ კონკრეტულად საქმის განხილვაზე, ვიწვევ პრემიერ-მინისტრსა და მის გუნდს დიალოგის გასამართად ჩემთან და ჩემი გუნდის წარმომადგენლებთან.

შეგვიძლია უკვე ორშაბათს დავსხდეთ და ერთად განვიხილოთ მთელი რიგი საკანონმდებლო საკითხები, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებები და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც მოითხოვს კონსესუსს სხვადასხვა ინსტიტუტების მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფის გზაზე. ეს კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის.

ეს მოლაპარაკება მაშინვე დაიწყება, როგორც კი პრემიერ-მინისტრი მიიღებს ჩემს შეთავაზებას. ცხადია, პარალელურად, ასევე თანახმა ვარ მივიდე პარლამენტში და იქიდან მივმართო საზოგადოებას სიტყვით, რაც თავიდანვე არ უნდა გაეუქმებინათ.

ჩვენი, როგორც არჩეული ლიდერების, ისტორიული პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ძალადობის პრევენციისთვის, რათა 90-იანების სამოქალაქო დაპირისპირება აღარასდროს განმეორდეს ამ ქვეყანაში.

ვიმედოვნებ, რომ 8 თებერვლის სამარცხვინო მოვლენა გაკვეთილი იქნება და ბოლოს მოუღებს ძალადობისა და სიძულვილის მთელ სერიას, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი ჩვენს ქვეყანაში", -ნათქვამია განცხადებაში.

 

მასალის გამოყენების პირობები

2013-09-25 18:40
სპორტული კურიოზები
2013-09-25 17:57
კასორლა “იოზილის მოსვლამ “არსენალის” თამაშის ხარისხი გაზარდა”
2013-09-25 17:06
“ნაპოლის” შკრტელი კვლავ სურს
2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
სერიალ „ფორსაჟის“ მეშვიდე ნაწილის გადაღებებზე პოლ უოკერს მისი ძმები შეცვლიან სიკვდილის წინ დედამ ანჯელინა ჯოლის ბრედ პიტზე გათხოვება სთხოვა ლეონარდო დი კაპრიო მექსიკელი რეჟისორის ახალ ფილმში ითამაშებს
ეს საინტერესოა
სამი პროდუქტი, რომელიც ყავას შეგიცვლით „ოსკარი 2014“: მდიდრულ სამოსში გამოწყობილი ვარსკვლავების სამეული მყარი ვარსკვლავური ოჯახები, სადაც ცოლები ქმრებზე უფროსები არიან

სტატიები და ანალიტიკა
ჟურნალისტური გამოძიება- დევნილებისთვის გასანაწილებელი ბინები 5 000-20 000 დოლარად იყიდებოდა?!
 
ინტერვიუ
გრიგოლ ვაშაძე: დასავლეთს 2008 წლის ``ქართული გაკვეთილი`` გათავისებული რომ ჰქონოდა, 2014 წელი არ მოხდებოდა
ბიზნესი

ბანკ „რესპუბლიკის“ თავისუფლების მოედნის ფილიალმა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანთა ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა

ზეთის შეცვლის აქცია მიცუბიში მოტორსის სერვის ცენტრში !

დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცედურა იწყება

საუდის არაბეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალ - 1 კილომეტრიან ცათამბჯენს ააშენებენ

კრემლმა ამერიკულ Apple-ზე უარი თქვა და კორეულ Samsung-ზე გადავიდა

Transparency მთავრობას პროგრამული ბიუჯეტის შედგენის აჭარის მთავრობის გამოცდილების გაზიარებას ურჩევს

პეტერ შრაერი დაჯილდოვდა „Grand PrixAward"-ით

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   51.3 %

  -   48.6 %

სულ 760 ხმა

სხვა გამოკითხვები