დავით უსუფაშვილი: ფორმალური ძალაუფლების ამარა დარჩენილი მიხეილ სააკაშვილი მზადაა საკუთარ ახირებებს შესწიროს ქვეყანას | საინფორმაციო სააგენტო GHN
დავით უსუფაშვილი: ფორმალური ძალაუფლების ამარა დარჩენილი მიხეილ სააკაშვილი მზადაა საკუთარ ახირებებს შესწიროს ქვეყანას
 თბილისი 20:13 - 08.02.13 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა541  ზომა:
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა:

"დღეს მოვლენები განვითარდა ის, როგორც არ აწყობს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას, ამას ქონდა თავისი წინაპირობები. მე მინდა გავაკეთო რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი განმარტება.
პირველი, სამართლებრივი მხარე - გუშინ საქართველოს პარლამენტის ბიურომ მიიღო სრულიად კანონიერი და კონსტიტუციური გადაწყვეტილება, ყოველგვარი სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ საქართველოს პარლამეტმა რაიმე გააკეთა კონსტიტუციის საწინააღმდეგო არის საფუძველს მოკლებული.
კონსტიტუცია ითვალისწინებს პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას პარლამეტში და ჩვენ ვთქვით, რომ მას ამის საშუალება მიეცემოდა. პარლამენტის რეგლამენტი ამბობს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში შედგებოდა, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე. პირველ სხდომაზე გამოსვლა თავად პრეზიდენტმა არ ისურვა 6 თებერვალს, ასე რომ მისი გამოსვლა შედგენოდა 8 თებერვალს თუ 25 თებერვალს ამითი არც კონსტიტუცია და არც რეგლამენტი არ დაირღვეოდა.
უმრავლესობამ მიიღო გონივრული გადაწყვეტილება, როდესაც პარლამენტში იმ ფონზე რა ფონიც დღეს არის შექმნილი საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გამო და მისი ქმედებების გამო. ჩვენ გვინდოდა რომ თავიდან აგვეცილებინა დამატებითი გართულებები და გვქონოდა დრო იმისათვის, რომ იმ ხალხთან ვისაც კიდევ შერჩა გონიერება, ქვეყნის სიყვარული და არა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მსახურება მიგვაღწია გარკვეული შეთანხმებებისთვის და თავიდან აგვეცილებინა შემდგომი გართულებები.
მე უმცირესობის წარმომადგენლებს წინა დღესვე შევთავაზე გვეფიქრა იმაზე, რომ პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში გადაგვედო მცირე ხმით, მაგრამ მათ უარი თქვეს ამაზე, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი ნებას ვერავინ ვერ აღუდგება წინ როგორც ჩანს ჯერ კიდევ დღესაც.
შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გადადების და არა გაუქმების მისი გამოსვლის და ამითი კიდევ ერთხელ მივეცით შანსი ყველას მასაც და "ნაციონალურ მოძრაობასაც", რომ გააკეთონ დასკვნები თუ რა ხდება ქვეყანაში, რომ მათ დაკარგეს ძალაუფლება და მათ დაკარგეს ხალხის მხარდაჭერა.
რა მივიღეთ დღეს - ჯერ კიდევ გუშინ მე მითხრეს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაუკავშირდა ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას და ითხოვა იქ ღონისძიების ჩატარება.
ეს იყო კიდევ ერთი პროვოკაციის მცდელობა - ალბათ ის ელოდა, რომ ჩვენი მხრიდან იქნებოდა უარი, ვინაიდან ეროვნული ბიბლიუოთეკა პარლამენტის გარკვეული პატრონაჟის ქვეშაა.
რა თქმა უნდა ჩვენ არანაირი შეფერხება ამ თვალსაზრისით არ გვინდოდა და არც გვითქვამს, მაგრამ საკითხავია, რატომ გადადგა მან ეს ნაბიჯი.
თუ მას მართლა მოხსენების გაკეთება უნდოდა, მას შეეძლო ეს გაეკეთებინა იქედან საიდანაც ახლა აპირებს ამის გაკეთებას. თუ მას მართლა ჰქონდა სათქმელი ხალხისთვის და ასეთი მოუთბენლობა სჭირდა.
ასე რომ მივედით იქამდე, რომ მან შეარჩია ის ადგილი, შენობა, ღია სივრცეში სადაც რთული იქნებოდა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მან უნდა გაიაზროს, რომ საქართველოში ძალიან სერიოზული უკმაყოფილებაა დაგროვილი და ძალიან სეროიზული გაბრაზება და ამას მან ანგრიში უნდა გაუწიოს, მაგრამ ის ამას ანგარიშს არ უწევს ესე იგი რაღაც სხვა მიზნებთან გვაქვს საქმე და ეს ყველაზე კარგად გამოჩნდა ბატონი გიგი უგულავას ქმედებით.
ყველამ ნახა, რომ მან დაახლობით 40 მეტრი გაიარა ხელების ქნევით და სკანდირებით - აბა მოდით, აბა ვინ ხართ - ანუ ასეთი გამომწვევი ქმედებით.
მე ვნახე იქ კადრები, რომ ოყო პარლამენტის წევრზე ხელით შეხება და ქალბატონ ჩიორა თაქთაქიშვილს სისხლი სდიოდა. ეს არის ყოვლად დაუშვებელი ქმედება. მე მივესალმები შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ყველა პასუხისმგებელი პირები ვინც ეს ჩაიდინა და ვინც ხელი აღმართა პარლამენტის წევრზე და ვის საქმიანობას არ ეთანმება. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა არ ისარგებლეს იმ კორიდპორით რომელიც დაცული იყო პოლიციის მიერ. ასე რომ ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ფორმალური ძალაუფლების ამარა დარჩენილ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც პოლიტიკური გამოსავალი აღარ დარჩა, იგი მიდის ყველაფერზე და იგი მზადაა საკუთარ ახირებებს შესწიროს ქვეყანა და აქ დგება უკვე ჩვენი ხელისუფლებისა და მოსახლეობის პასუხისმგებლობა.
მე ძალიან მკაფიოდ მინდა ვუთხრა ყველას მთავრობის წევრებსაც, პარლამენტარებსაც, მოქალაქეებსაც - ვისაც სურს და მართლა დაინტერესებული ქვეყნის უკეთესი მომავლით ნუ მივცემთ ამ ადამიანებს ამ საშუალებას, რომ სხვა დღის წესრიგი შექმნან ამ ქვეყანაში".

მასალის გამოყენების პირობები

2013-09-25 18:40
სპორტული კურიოზები
2013-09-25 17:57
კასორლა “იოზილის მოსვლამ “არსენალის” თამაშის ხარისხი გაზარდა”
2013-09-25 17:06
“ნაპოლის” შკრტელი კვლავ სურს
2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
სკოლის ადმინისტრაციამ ლესბოსური დრამის გადაღების უფლება ფილმის ავტორებს არ მისცა მოდელიორი ოსკარ დე ლა რენტა გარდაიცვალა ჯუდ ლოუს მეხუთე შვილი ეყოლება
ეს საინტერესოა
საქართველო მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორისაა უნაყოფობა პარტნიორებს სექსის მიმართ ინტერესს უკარგავს Mango-მ „ნაცისტურ სიმბოლიკიანი“ სამოსის გამო ბოდიში მოიხადა
 



სტატიები და ანალიტიკა
მუსულმანთა ჯანყი საქართველოში
 
ინტერვიუ
რომან გოცირიძე : ვესროლოთ ციფრები თვალებში
ბიზნესი

ბიზნესსესხის საშემოდგომო პორტირება საქართველოს ბანკში

საქართველოს ბანკში სწრაფი ფულადი გზავნილის მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებელი დასაჩუქრდება

„ტექნო ბუმში“ 50% - მდე ფასდაკლების სამდღიანი აქცია იწყება

ბანკ „რესპუბლიკის" განახლებული საკრედიტო ბარათი DREAM CARD განახევრებული საპროცენტო განაკვეთით

„ლიბერთი ბანკმა" ბათუმის ავტობუსებში უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა დაინერგა

თიბისი ბანკმა მომხმარებელს მობაილ ბანკის განახლებული აპლიკაცია წარუდგინა

``ვისოლმა`` და ``სმარტმა`` ერთობლივი, გრანდიოზული აქცია დაიწყეს

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   59.6 %

  -   40.3 %

სულ 966 ხმა

სხვა გამოკითხვები