დავით საგანელიძე ქუთაისში, პრეზიდენტის ვიზიტის დროს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა | საინფორმაციო სააგენტო GHN
დავით საგანელიძე ქუთაისში, პრეზიდენტის ვიზიტის დროს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
 თბილისი 23:25 - 21.12.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა432  ზომა:

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე დღევანდელ პრესკონფერენციაზე ქუთაისში, პრეზიდენტის ვიზიტის დროს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. მისი თქმით, სწორედ იმ დღეს, როცა მემორიალის აფეთქებით გამოწვეული ტრაგედიის - დედაშვილის დაღუპვის 3 წლისთავი შესრულდა, საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისის მერიაში სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებდა. „დღეს ის უფლებას აძლევს თავს პოლიციელებს კორუმპირებულები უწოდოს და განაცხადოს, რომ პოლიციაში ნარკობარონებმა დაიმკვიდრეს ადგილი",-განაცხადა დავით საგანელიძემ.
დეპუტატის მოსაზრებით, თუ პარლამენტის წევრები აბარებენ ნარკოტიკზე თმის ღერის გამოკვლევის ტესტს, იგივე ტესტი პრეზიდენტმაც უნდა გაიაროს. საგანელიძის თქმით, პრეზიდენტი არ უნდა საუბრობდეს იმ პოლიციელების უმოქმედობაზე, რომლებმაც იგი ინციდენტის დღეს მერიის შენობის უკანა კარიდან გააპარეს.
დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს გამოძიების მასალები გააცნო, რომელსაც ქუთაისის რაიონული სამმართველო აწარმოებს. პარლამნტარის ინფორმაციით, დაკავებულია 5 ადამიანი, მათ შორის, ერთი-ერთი პრეზიდენტის ავტომანქანისთვის ქვის სროლის გამო. საგანელიძე თვლის, რომ მოქალაქეების პროვოცირება უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა, აკაკი მინაშვილმა მოახდინა, რომელმაც ქუთაისელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „თუ ის 5 ადამიანი უნდა დაისაჯოს, მაშინ უნდა დაისაჯოს ის პირიც, ვინც ამ ინციდენტის ინსპირირება მოაწყო და ვინც ეს პროცესი გამოიწვია",- განაცხადა საგანელიძემ. მისთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა იჯდეს ასეთი დეპუტატი პლენარულ სხდომებზე და მონაწილეობა მიიღოს საქართველოს კანონების განხილვასა და მიღებაში.
პრესკონფერენციაზე საგანელიძემ ისაუბრა უმცირესობის წარმომადგენლის შოთა მოლაშხიას ავტომანქანის მძღოლის დაჯარიმების თაობაზეც, რომელსაც მოლაშხიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. „ წესრიგი ყველამ უნდა დაიცვას, მათ შორის დეპუტატებმაც. პატრულმა მოძრაობის წესის დარღვევისას მეც გამაჩერა და დამაჯარიმა, მაგრამ მადლობა გადავუხადე, რომ ასე პირნათლად ასრულებს მისთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას", -განაცხადა დავით საგანელიძემ.

 

მასალის გამოყენების პირობები

2013-05-14 16:23
პინკ-პონკის მაგია
2013-05-14 15:43
იტალიელი სპეციალისტის, რობერტო მანჩინის უმუშევარი დარჩა !!!
2013-05-14 14:02
სამეფო კლუბი მზადაა მანჩსტერს 40 მილიონი ევრო შესთავაზოს რუნიში
2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
სტივენ სიგალი გროზნოში კონცერტს გამართავს არნოლდ შვარცნეგერი ცოლს სკანდალური ღალატის შემდეგ უბრუნდება ”ევროვიზიის” კონკურსზე მომხდარი სკანდალების გამო, გამარჯვებულად შესაძლოა, უკრაინის წარმომადგენელი გამოცხადდეს
ეს საინტერესოა
მეცნიერებმა ინფექციების საწინააღმდეგო ვიტამინი დაასახელეს Forbes -ის ვერსიით ბილ გეიტსის ცოლი პლანეტის გავლენიან ქალთა სამეულში მოხვდა ყველაზე სექსუალური მამაკაცები ბრიტანეთში, ხოლო ქალები კოლუმბიაში ცხოვრობენ


სტატიები და ანალიტიკა
გარანტიები (არ) არსებობს...
 
ინტერვიუ
ლევან კალანდაძე: ხელისუფლების პრიორიტეტი არა ბიზნესი, არამედ სახელმწიფო მონოპოლისტური საწარმოებისა და შემოსავლიანი ოაზისების შექმნაა
ბიზნესი

სოკარი აგრძელებს გაზგასამართი სადგურების ქსელის განვითარებას

კომპანია „ასკანელი ძმები" „როსპოტრებნადზორისაგან" განმარტებებს ელოდება

ქართული პროდუქციის აქტიურ მხარდამჭერად ”გუდვილი” დასახელდა

ბრიტანულმა ბრენდმა Burberry-მ საქართვლოში პირველი მაღაზიის გახსნა აღნიშნა

PayPal -თან შეგიძლიათ მყისიერად გადააბათ ლიბერთი ბანკის ნებისმიერი VISA და MаcterCard ბარათი

საქართველოს ბანკი PayPal-ით გადახდისთვის მომხმარებელს პლასტიკური ბარათების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს

PayPal-ზე თიბისი ბანკის ბარათების მიბმა დღეიდან უკვე შესაძლებელია

შემოგვიერთდი Twitter - ზე


რომელი მედიასაშუალებიდან იღებთ ინფორმაციებს უფრო ხშირად?






სხვა გამოკითხვები

რომელი მედიასაშუალებიდან იღებთ ინფორმაციებს უფრო ხშირად?

ტელევიზია   -   28.2 %

გაზეთი   -   1.83 %

რადიო   -   1.35 %

ინტერნეტგამოცემა   -   68.3 %

ჟურნალი   -   0.15 %

სულ 1255 ხმა

სხვა გამოკითხვები

 
მაისი, 2013
ორსმოთხთპრშბკვ
  45
1112
1819
242526
 

თბილისი:

loading...