პრეზიდენტი "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს ვეტოს დაადებს | საინფორმაციო სააგენტო GHN
პრეზიდენტი "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს ვეტოს დაადებს
 თბილისი 22:37 - 20.12.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა583  ზომა:
ჩვენ ვართ იმ საფრთხის წინაშე, რომ საქართველოში სასამართლო ინსტიტუტი მთლიანად აღმოჩნდეს დამოუკიდებლობის გარეშე, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტრმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. მისი თქმით, "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს ვეტოს დაადებს თუ იმ ფორმით დამტკიცდება, რა ფორმითაც ახლაა.

"ახლა არის საერთო სასამართლოების შესახებ კანონი შეტანილი, რომლის თანახმადაც, იუსტიციის საბჭო და სასამართლო ხელისუფლება მთლიანად მოექცევა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, უკვე ფორმალურადაც. საუბარია იმაზე, რომ რომც მოინდომონ მოსამართლეებმა წინააღმდეგობის გაწევა პროკურატურისადმი, პრემიერ-მინისტრისადმი, იუსტიციის სამინისტროსადმი, ამის ფორმალური საშუალებაც აღარ ექნებათ. მინდა ვუთხრა პარლამენტის წევრებს, მათ იციან, რომ ვენეციის კომისიამ მოითხოვა ამ კანონპროექტის განხილვის გადადება, მაგრამ თუ კანონპროექტი დარჩება დღევანდელი სახით, მე გამოვიყენებ პრეზიდენტის უფლებას და ამ კანონპროექტს დავადებ ვეტოს. ეს იქნება დამოუკიდებელი სასამართლო ინსტიტუტის დასამარება ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში და ამ შემთხვევაში მოქალაქეებს აღარაფრის იმედი აღარ ექნებათ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველო არის იმ საფრთხის წინაშე, რომ სასამართლო ინსტიტუტი მთლიანად აღმოჩნდეს დამოუკიდებლობის გარეშე.

"ჩვენ კარგად ვიცით, რომ პროკურატურას სჭირდება სასამართლოსგან, მიუხედავად იმისა, რომ საქმეებს, რომლებსაც ისინი წარადგენენ არის სამარცხვინო და ძალიან სუსტი, დაპატიმრების სანქცია. მათ სჭირდებათ, რომ ყველა, ვინც მიდის სასამართლოში, იქნას დაპატიმრებული. მინდა ვთქვა, რომ ეს არის სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლის წარმოუდგენელი ფაქტი. ამის პარალელურად მოხდა უზენაესი სასამართლოს წევრების და იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრების დაბარება იმ საქმეებზე, რომელიც არ უკავშირდება პირდაპირ მათ სასამართლო საქმიანობას, მაგრამ უკავშირდება წინა წლების ფაქტებს. ეს ყველაფერი მოჰყვა პირდაპირ მუქარას იუსტიციის მინისტრის და სხვა თანამდებობის პირების მიერ მოსამართლეების მიმართ. ერთი სიტყვით, ჩვენ ვართ იმ საფრთხის წინაშე, რომ საქართველოში სასამართლო ინსტიტუტი მთლიანად აღმოჩნდეს დამოუკიდებლობის გარეშე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პარლამენტმა დღეს, პირველი მოსმენით - პრინციპების დონეზე, სასამართლოებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა. ცვლილებები "საერთო სასამართლოების შესახებ", "საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინარული სამართალწარმოების შესახებ", "იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ" კანონებში და "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" აისახება.

მასალის გამოყენების პირობები

2013-05-14 16:23
პინკ-პონკის მაგია
2013-05-14 15:43
იტალიელი სპეციალისტის, რობერტო მანჩინის უმუშევარი დარჩა !!!
2013-05-14 14:02
სამეფო კლუბი მზადაა მანჩსტერს 40 მილიონი ევრო შესთავაზოს რუნიში
2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
სტივენ სიგალი გროზნოში კონცერტს გამართავს არნოლდ შვარცნეგერი ცოლს სკანდალური ღალატის შემდეგ უბრუნდება ”ევროვიზიის” კონკურსზე მომხდარი სკანდალების გამო, გამარჯვებულად შესაძლოა, უკრაინის წარმომადგენელი გამოცხადდეს
ეს საინტერესოა
მეცნიერებმა ინფექციების საწინააღმდეგო ვიტამინი დაასახელეს Forbes -ის ვერსიით ბილ გეიტსის ცოლი პლანეტის გავლენიან ქალთა სამეულში მოხვდა ყველაზე სექსუალური მამაკაცები ბრიტანეთში, ხოლო ქალები კოლუმბიაში ცხოვრობენ


სტატიები და ანალიტიკა
გარანტიები (არ) არსებობს...
 
ინტერვიუ
ლევან კალანდაძე: ხელისუფლების პრიორიტეტი არა ბიზნესი, არამედ სახელმწიფო მონოპოლისტური საწარმოებისა და შემოსავლიანი ოაზისების შექმნაა
ბიზნესი

სოკარი აგრძელებს გაზგასამართი სადგურების ქსელის განვითარებას

კომპანია „ასკანელი ძმები" „როსპოტრებნადზორისაგან" განმარტებებს ელოდება

ქართული პროდუქციის აქტიურ მხარდამჭერად ”გუდვილი” დასახელდა

ბრიტანულმა ბრენდმა Burberry-მ საქართვლოში პირველი მაღაზიის გახსნა აღნიშნა

PayPal -თან შეგიძლიათ მყისიერად გადააბათ ლიბერთი ბანკის ნებისმიერი VISA და MаcterCard ბარათი

საქართველოს ბანკი PayPal-ით გადახდისთვის მომხმარებელს პლასტიკური ბარათების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს

PayPal-ზე თიბისი ბანკის ბარათების მიბმა დღეიდან უკვე შესაძლებელია

შემოგვიერთდი Twitter - ზე


რომელი მედიასაშუალებიდან იღებთ ინფორმაციებს უფრო ხშირად?






სხვა გამოკითხვები

რომელი მედიასაშუალებიდან იღებთ ინფორმაციებს უფრო ხშირად?

ტელევიზია   -   28.3 %

გაზეთი   -   1.85 %

რადიო   -   1.36 %

ინტერნეტგამოცემა   -   68.2 %

ჟურნალი   -   0.16 %

სულ 1242 ხმა

სხვა გამოკითხვები

 
მაისი, 2013
ორსმოთხთპრშბკვ
  45
1112
1819
232526
 

თბილისი:

loading...