ვახუტში მენაბდე: პრეზიდენტს ნებისმიერ დროს შეუძლია გადააყენოს მთავრობა, ამისთვის არანაირი მიზეზი არ სჭირდება | საინფორმაციო სააგენტო GHN
ვახუტში მენაბდე: პრეზიდენტს ნებისმიერ დროს შეუძლია გადააყენოს მთავრობა, ამისთვის არანაირი მიზეზი არ სჭირდება
 თბილისი 14:35 - 20.12.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა3088  ზომა:
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის გუნდის მიმართ ტონი გაამკაცრა. სააკაშვილმა ,,ქართულ ოცნებას" მნგრეველთა ბრიგადა უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში თალიბანიზაციის პროცესი მიმდინარეობს. რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის ამგვარი რიტორიკა და აქვს თუ არა შესაძლებლობა პრეზიდენტს კონსტიტუციის მიხედვით შექმნას პოლიტიკური კრიზისი ,,ჯი-ეიჩ-ენს" კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ესაუბრა.

_ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ,,ქართულ ოცნებას" არა თუ 2014 წლის ადგილობრივ, არამედ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსიც არ აქვს. თქვენ, რას ფიქრობთ ბიძინა ივანიშვილის გუნდის შანსებზე და რას უკავშირებთ სააკაშვილის რიტორიკის შეცვლას კოალიცია ,,ქართული ოცნებისადმი" ?

_ კონსტიტუციონალისტის მხრიდან აქვს, თუ არა 2013 წელს, ან 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე გამარჯვების შანსი ,,ქართულ ოცნებას" ძნელი სათქმელია, ალბათ ამ საკითხზე უფრო პოლიტოლოგები და სოციოლოგები შეძლებენ საუბარს.

_ ბატონო ვახუშტი, არსებული კონსტიტუციის გათვალისწინებით აქვს, თუ არა შესაძლებლობა პრეზიდენტს შექმნას პოლიტიკური კრიზისი?

_ მიხეილ სააკაშვილს კონსტიტუციის მიხედვით გააჩნია ბერკეტი მთავრობისა და პარლამენტის დასათხოვად. მას ნებისმიერ დროს შეუძლია დღეს, ხვალ, ზეგ გადააყენოს მთავრობა ამისთვის არანაირი მიზეზი არ სჭირდება. პარლამენტის დათხოვნას რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნა შედარებით უფრო რთული პროცედურაა. კერძოდ, პარლამენტის არჩევიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში პრეზიდენტს მისი დათხოვნის უფლება არა აქვს. შესაბამისად არსებული რეალობის გათვალისწინებით მიხეილ სააკაშვილს აქვს მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის დათხოვნის უფლება. პრეზიდენტს შეუძლია გადააყენოს მთავრობის სრული შემადგენლობა, წარადგინოს ახალი მთავრობა და პრემიერ-მინისტრი, რომლიც შეიძლება პარლამენტისთვის მიუღებელი იყოს. იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ახალი მთავრობის შემადგენლობას არ დაამტკიცებს და სამჯერ ჩააგდებს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ გუნდს მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობა აქვს დაითხოვოს პარლამენტი. თუმცა ასევე კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტი არ დაითხოვოს და თავისი სურვილის შესაბამისად დანიშნოს მთავრობა ისე, რომ პარლამენტს საერთოდ არაფერი არ კითხოს.Aანუ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია ექვსი თვის ვადაში იქამდე, სანამ პარლამენტის გადაყენების უფლება არ აქვს თავისი სურვილისამებრ დანიშნოს მთავრობა ისე, რომ მას პარლამენტის ნდობა არ ჰქონდეს. Pპრეზიდენტს აქვს კონსტიტუციის მიხედვით, სრული შესაძლებლობა თავისი მთავრობა ყავდეს. შეიძლება პარლამენტს ამ ეტაპზე ერჩივნოს მისთვის მიუღებელი მთავრობის დამტკიცა, რომელიც ექვს თვეზე მეტს ვერ იფუნქციონირებს, რადგან შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება და მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება დაკავშირებულია ახალ პრეზიდენტთან და შესაძლოა საკანონმდებლო ორგანო ამ ნაბიჯზე წავიდეს.
გასათვალისწინებელია, ერთი დეტალიც იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას პარლამენტი სამჯერ ჩააგდებს იგი ვალდებული არაა პარლამენტი დაითხოვოს. Pპრეზიდენტს უფლება აქვს საკანონმდებლო ორგანოს მთავრობის შემადგენლობა ოთხჯერ, ხუთჯერ წარუდგინოს ისე, რომ პარლამენტი არ დაითხოვოს.

_ კონსტიტუციით თუ არის გაწერილი რამდენჯერ შეუძლია, პრეზიდენტს პარალმენტისთვის მთავრობის შემადგენლობის წარდგენა?

_ კონსტიტუციაში ბუნდოვნადაა მუხლი რამდენჯერ შეუძლია პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოსთვის მთავრობის შემადგენლობის წარდგენა. კონსტიტუციის ერთი წაკითხვით პრეზიდენტს შეუძლია მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს ოთხჯერ წარუდგინოს, ხოლო მეორე წაკითხვით რამდენჯაც უნდა იმდენჯერ.

_ როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტი გამოიყენებს ამ ბერკეტს?

_ ამ საკითხზე საუბარი ჩემი პროფესიიდან გამომდინარე გამიჭირდება. ჩემი მოვალეობაა იმის განსაზღვრა თუ რა ბერკეტები გააჩნია, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს და არა ის, გამოიყენებს, თუ არა სააკაშვილი კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებს.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი

მასალის გამოყენების პირობები

2013-09-25 18:40
სპორტული კურიოზები
2013-09-25 17:57
კასორლა “იოზილის მოსვლამ “არსენალის” თამაშის ხარისხი გაზარდა”
2013-09-25 17:06
“ნაპოლის” შკრტელი კვლავ სურს
2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
პრინცი ჩარლზი კამილა პარკერს ეყრება მილა კუნისი: „გათხოვება არასდროს მსურდა“ რობი უილიამსმა თავის თაყვანისმცემელს ხელი მოტეხა
ეს საინტერესოა
ბრიტანელებმა სილამაზისა და ელეგანტურობის ეტალონად კვლავ ქეით მიდლტონი დაასახელეს ჯონ ლენონის ხელნაწერებისა და ნახატების კოლექცია ნიუ-იორკში Sothebys-ის აუქციონზე გაიყიდება ცოლ-ქმარი ერთმანეთის სისხლს სვამს



სტატიები და ანალიტიკა
„The Wall Street Journal": სირცხვილი საქართველოს
 
ინტერვიუ
მამუკა ჟღენტი: საქართველო მიიღებს ახალი ხელისუფლების ე.წ. მეორე მთავრობას
ბიზნესი

United World Colleges Dilijan - მნიშვნელოვანი ინვესტიცია მომავალში

როგორ გადავჭრათ ფინანსური პრობლემები 5 წუთში?

``საზოგადოება და ბანკები``: ბანკები უარს ამბობენ რესტრუქტურიზაციაზე, სანამ სესხი პრობლემური არ გახდება

ბანკი რესპუბლიკა: აქცენტი ბიზნესზე

NESCAFE®-მ მასშტაბური რებრენდინგი დაიწყო

სწორი გადაწყვეტილება ჯილდოს ღირსია - ამ სლოგანის ქვეშ „თეგეტა მოტორსი" დღეს ახალ აქციას იწყებს

„პეპსი“-მ საზაფხულო გათამაშებაში გამარჯვებულები დააჯილდოვა

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   51.5 %

  -   48.4 %

სულ 795 ხმა

სხვა გამოკითხვები