ალექსანდრე ხეთაგური, ნიკოლოზ გვარამია, კახა დამენია და დევი კანდელაკი დაკავებულები არიან | საინფორმაციო სააგენტო GHN
ალექსანდრე ხეთაგური, ნიკოლოზ გვარამია, კახა დამენია და დევი კანდელაკი დაკავებულები არიან
 თბილისი 18:29 - 19.12.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა802  ზომა:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ალექსანდრე ხეთაგური, ნიკოლოზ გვარამია, კახა დამენია და დევი კანდელაკი დაკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის  ინფორმაციით:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ენერგეტიკისა და და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან თანამშრომლობით გამოვლენილია ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და მონაწილეობით ჩადენილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების და ამ დანაშაულის შენიღბვის მიზნით ოფიციალური და საგადასასახო დოკუმენტების გაყალბების გზით შემუშავებული და განხორციელებული დანაშაულებრივი სქემა. დანაშაულის ჩადენაში მხილებულნი და დაკავებული არიან: საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსებისა ასევე, ფინანთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციის და განათლების ყოფილი მინისტრი და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამია, „ხრამჰესი 1," „ხრამჰესი 2", შპს „მტკვარი ენერგეტიკის" და კომპანია „თელასის" გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი, შპს „ელენდეფ სერვისის" დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე, სააუდიტო კომპანია „გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენის" დამფუძნებელი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია.
გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით და ჩვენებებით დადგინდა, რომ „ხრამჰესი 1," „ხრამჰესი 2", შპს „მტკვარი ენერგეტიკის" და კომპანია „თელასის" მფლობელი კომპანია „ინტერრაოს" წარმომადგენელმა ვ. მიტიუშინმა, მაშინდელ ენერგეტიკის მინისტრთან ა. ხეთაგურთან დაიწყო მოლაპარაკება სახელმწიფოს მხრიდან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე, რის შედეგადაც არსებითად არ მოხდებოდა საგადასახადო შემოწმების ჩატარება ზემოხსენებულ ორგანიზაციებში და შესაბამისად, თავიდან იქნებოდა აცილებული ამ კომპანიების სახელით ათობით მილიონი ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრება. ა. ხეთაგურისა და „ინტერ რაოს" მხარის მიერ ამ დანაშაულებრივი მოლაპარაკების პროცესში ჩაერთო ორივე მხარისათვის სანდო პირი დევი კანდელაკი, რომელმაც ზემოხსენებული მიზნისთვის, ალექსანდრე ხეთაგურს შესთავაზა, რომ ქრთამის სახით 1 მილიონი აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, სახელმწიფოს მიეცა თანხმობა საგადასახადო შეთანხმებაზე დიალოგის დასაწყებად და შესაბამისად, არ მოხდარიყო ათობით მილიონი ლარის დარიცხვა. ა.ხეთაგური დაეთანხმა ამ წინადადებას და აღნიშნული ერთი მილიონი აშშ დოლარისთვის „კანონიერი" სახის მიცემის მიზნით, კონკრეტული დანაშაულებრივი სქემის შემუშავებისა და განხორციელებისათვის მისთვის ნდობით აღჭურვილ პირთან ნიკა გვარამიასთან გააგზავნა, რომელთანაც ხეთაგურს წინასწარ ჰქონდა მოლაპარაკება ამ საკითხთან დაკავშირებით.
გამოძიებით დადგინდა, რომ ალექსანდრე ხეთაგურთან შეთანხმებით დევი კანდელაკი დაუკავშირდა ნიკა გვარამიას და შეხვდა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ოფისში, ე.წ. „პიქსელის" შენობაში, სადაც გვარამიამ კანდელაკს აუხსნა 1 მილიონი აშშ დოლარის გადაცემის შესანიღბავად შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმა. ამის შემდეგ, ნ.გვარამია დაუკავშირდა, მეგობარს, გიორგი ნემსიწვერიძეს და შეუთანხმდა ფიქტიურად შეექმნა ცრუ მეწარმეობის მიზნით შპს „ელენდეფ სერვისი", რომლის ფუნქციაც ვითომდა საკონსულტაციო საქმიანობით განისაზღვრებოდა და რისი გამოცდილება ან თუნდაც მცირე კვალიფიკაციაც კი ამ უკანასკნელს არ გააჩნდა, რაც ნ. გვარამიამ თავიდანვე იცოდა. შპს „ელენდეფ სერვისი" ნ. გვარამიას გადაცემული თანხით 2012 წლის 26 ივლისს 15:56 წთ დარეგისტრირდა გ. ნემსიწვერიძის სახელზე. ამის შემდეგ, აღნიშნული საკონსულტაციო კომპანიის ანგარიშზე, თითქოს როგორც ამ სამუშაოების შესრულების ერთადერთ წყაროსთან, რაც თავიდანვე სიცრუე იყო, „ინტერ რაო ესის" კუთვნილი ენერგოკომოპანიებიდან სს "ხრამჰესს 1," "ხრამჰესი 2", ასევე " მტკვარი ენერგეტიკი "-დან და „თელასიდან" თანხები გადაირიცხა. კერძოდ, კომპანია თელასიდან 500 000 აშშ დოლარი, „ხრამჰესი 1" - დან 50 000 აშშ დოლარი, „ხრამჰესი 2" - დან 50. 000 აშშ დოლარი, „მტკვარი ენერგეტიკიდან" 400 000 აშშ დოლარი, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 1 000 000 აშშ დოლარი.
ამის შემდეგ, ა. ხეთაგურის დავალებითა და გვარამიას ორგანიზებით, ასევე იმავე ნ. გვარამიას უშუალო მონაწილეობით, დ. კანდელაკთან შეთანხმებით იმ ვითარებში, როდესაც არ არსებობდა არავითარი საჭიროება და აუცილებლობა ასეთი სამუშაოების ჩატარებაზე, გაფორმდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, კერძოდ, ხელშეკრულებები საკონსულტაციო მომსახურების გაწევაზე შპს „ელენდეფ სერვისისა" და „ხრამჰესი 1" , „ხრამჰესი 2", შპს „მტკვარი ენერგეტიკას", „თელასს" შორის, რაც დათარიღდა 2012 წლის 22 აგვისტოთი, რითაც შეიქმნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მიცემა-აღების შენიღბული ფორმა. ეს თანხები ჩაირიცხა შპს „ელენდეფ სერვისის" ანგარიშზე.
2012 წლის 30 აგვისტოს გ. ნემსიწვერიძემ გვარამიას დავალებით, „ელენდეფ სერვისის" საბანკო ანგარიშებზე აკუმულირებული თანხები საფულე ჩეკის მეშვეობით გამოიტანა და გადასცა ნიკა გვარამიას. რითაც ფაქტობრივად დასრულდა აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის განხორციელება.
2012 წლის ოქტომბერში „თელასის" საფინასო სამსახურმა გამოავლინა „თელასის" სამეთვალყურეო საბჭოს გადაწვეტილების დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზები. კერძოდ, არ არსებობდა თელასის ცენტრალური შესყიდვების ორგანოს გადაწყვეტილება შპს „ელენდეფ სერვისისგან" საკონსულტაციო სამუშაოს შესყიდვის თაობაზე. ამან შექმნა საშიშროება, რომ ცნობილი გახდებოდა შპს „ელენდეფ სერვისის" ფიქტიურობა და თანხების ვითომდა საკონსულტაციო საქმიანობისთვის გადარიცხვის სიყალბე. ამ მიზნით მოხდა ძველი რიცხვით დოკუმენტების გაყალბება.
ნ.გვარამიამ განიზრახა ქრთამის სახით მიღებული ზემოაღნიშნული თანხისათვის უფრო სარწმუნო კანონიერი სახის მიცემა, რისთვისაც დახმარება სთხოვა შპს „გუტიძე დამენია ჩანტლაძე სოლუშენს"-ის დამფუძნებლებს და პირად მეგობრებს იზაბელა გუტიძეს და კახა დამენიას. მათთან ერთად შეიმუშავა ქრთამის სახით აღებული თანხის სარწმუნო სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევის გზები და 2012 წლის 27 აგვისტოს თარიღით, შპს „ ელენდეფ სერვისსა" და შპს „ გუტიძე დამენია ჩანტლაძე სოლუშენს" შორის შედგენილ იქნა ყალბი ოფიციალურო დოკუმენტები _ ფიქტიური ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებები სს „ ხრამჰესი 1", სს „ხრამჰესი 2", შპს "მტკვარი ენერგეტიკასა" და სს „ თელას"-ში საკონსულტაციო და სხვა სახის სამუშაოების ჩატარებაზე. იმავე წლის ნოემბერში, მას შემდეგ რაც ნ. გვარამიას, კ. დამენიასა და ი. გუტიძისათვის ცნობილი გახდა, რომ ამ საკითხის შესწავლით დაინტერესდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, გამოძიებისათვის კვალის არევის მიზნით კ. დამენიას პირად სეიფში მოთავსებულ იქნა თითქოსდა შპს „ელენდეფ სერვისის" სალაროს ნაშთის თანხა 1 184 950 ლარი, რაც გამოძიების მიერ ამოღ ე ბულია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33 8 მუხლის მეორე და მე-3 ნაწილებით, 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 193 მუხლით.


 

 

მასალის გამოყენების პირობები

2013-09-25 18:40
სპორტული კურიოზები
2013-09-25 17:57
კასორლა “იოზილის მოსვლამ “არსენალის” თამაშის ხარისხი გაზარდა”
2013-09-25 17:06
“ნაპოლის” შკრტელი კვლავ სურს
2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
სერიალ „ფორსაჟის“ მეშვიდე ნაწილის გადაღებებზე პოლ უოკერს მისი ძმები შეცვლიან სიკვდილის წინ დედამ ანჯელინა ჯოლის ბრედ პიტზე გათხოვება სთხოვა ლეონარდო დი კაპრიო მექსიკელი რეჟისორის ახალ ფილმში ითამაშებს
ეს საინტერესოა
სამი პროდუქტი, რომელიც ყავას შეგიცვლით „ოსკარი 2014“: მდიდრულ სამოსში გამოწყობილი ვარსკვლავების სამეული მყარი ვარსკვლავური ოჯახები, სადაც ცოლები ქმრებზე უფროსები არიან

სტატიები და ანალიტიკა
ჟურნალისტური გამოძიება- დევნილებისთვის გასანაწილებელი ბინები 5 000-20 000 დოლარად იყიდებოდა?!
 
ინტერვიუ
გრიგოლ ვაშაძე: დასავლეთს 2008 წლის ``ქართული გაკვეთილი`` გათავისებული რომ ჰქონოდა, 2014 წელი არ მოხდებოდა
ბიზნესი

ბანკ „რესპუბლიკის“ თავისუფლების მოედნის ფილიალმა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანთა ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა

ზეთის შეცვლის აქცია მიცუბიში მოტორსის სერვის ცენტრში !

დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცედურა იწყება

საუდის არაბეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალ - 1 კილომეტრიან ცათამბჯენს ააშენებენ

კრემლმა ამერიკულ Apple-ზე უარი თქვა და კორეულ Samsung-ზე გადავიდა

Transparency მთავრობას პროგრამული ბიუჯეტის შედგენის აჭარის მთავრობის გამოცდილების გაზიარებას ურჩევს

პეტერ შრაერი დაჯილდოვდა „Grand PrixAward"-ით

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   51.1 %

  -   48.8 %

სულ 763 ხმა

სხვა გამოკითხვები