იულია ტიმოშენკო ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვებას არ აღიარებს
 თბილისი 10:28 - 09.02.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა678  ზომა:
იულია ტიმოშენკო ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვებას არ აღიარებს.
ამის შესახებ მან საკუთარი ფრაქციის სხდომაზე განაცხადა.

"მე არასდროს ვაღიარებ იანუკოვიჩის გამარჯვებას ლეგიტიმურად ასეთი არჩევნების პირობებში", - განაცხადა მან.

ამასთან, ფრაქციის სხდომაზე ტიმოშენკომ საკუთარ იურისტებს არჩევნების შედეგების სასამართლოში გასაჩივრების მზადებისკენ მოუწოდა. სავარაუდოდ, მის პოზიციას სასამართლოში დეპუტატი ანდრეი პორტნოვი დაიცავს.

ამის მიუხედავად, თავად ტიმოშენკოს ფრაქციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ადმინისტრაციულ სასამართლოში პრემიერ-მინისტრის პოზიციები მყარი არ არის და შესაბამისად, მესამე ტურის დანიშვნა საკმაოდ ძნელი საქმე იქნება.

"რეგიონების პარტიის" წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ ტიმოშენკოს მიერ არჩევნების შედეგების სასამართლოში გასაჩივრება იანუკოვიჩის ინაუგურაციას 2-3 კვირით შეაფერხებს.

 

ამავე კატეგორიიდან: 
10.03.10 - 17:37 - ბერლინში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიმართება
10.03.10 - 16:25 - უკრაინის ვიცე-პრემიერი სავარაუდოდ სერგეი ტიგიპკო იქნება
10.03.10 - 16:20 - მაჰმუდ აჰმადინეჯადი: აშშ ავღანეთში ორმაგ თამაშს თამაშობს

მთავარი დღეს

18:20
თემურ შაშიაშვილი: ხელისუფლება გაიხრწნა
18:18
თემურ შაშიაშვილი ლევან გაჩეჩილაძეს მერობის არჩევნებში ასპარეზის ირაკლი ალასანიასთვის დათმობისკენ მოუწოდებს
18:17
დავით უსუფაშვილი და თინათინ ხიდაშელი ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის საბჭოს სხდომაში მიიღებენ მონაწილეობას
18:12
აპრილ-მაისში სასკოლო ბარათები ამოქმედდება
17:44
საჯარო სკოლების დირექტორების მინიმალური ხელფასი 300 ლარამდე გაიზრდება
 
მარტი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
67
101314
2021
2728
 
 
      
იტვირთება...