ნიკა ჩიტაძე: იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემთხვევაში უკრაინა-საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირები შენარჩუნდება
 თბილისი 15:25 - 08.02.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა147  ზომა:
ექსპერტ ნიკა ჩიტაძის აზრით, ვიქტორ იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემთხვევაში უკრაინა-საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირები შენარჩუნდება, თუმცა სამხედრო თანამშრომლობა შეწყდება.

"მოგეხსენებათ, უკრაინა საქართველოს გარკვეული ტიპის სამხედრო შეიარაღებას აწვდიდა. ქვეყნის ხელისუფლებაში ვიქტორ იანუკოვიჩის მოსვლის შემთხვევაში კი, სავარაუდოა, რომ ეს აღარ ან ვეღარ მოხდება", - განუცხადა ჩიტაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".

ამასთან, მისივე განმარტებით, იანუკოვიჩი რუსეთის ინტერესებს სხვადასხვა მიმართულებით გაითვალისწინებს, თუმცა ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის, ასევე ქვეყნის ტერიტორიული სიდიდის გათვალისწინებით, დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებასაც შეეცდება.

"ვფიქრობ, იანუკოვიჩი პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში, წმინდა პრორუსული ლიდერი და ყველა საკითხში რუსეთის ინტერესების გამტარებელი არ იქნება და ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის, ასევე ქვეყნის ტერიტორიული სიდიდის გათვალისწინებით დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებასაც შეეცდება, მით უმეტეს, რომ მას ოპოზიცია ეყოლება და იძულებული იქნება მისი და უკრაინული საზოგადოების ინტერესები გაითვალისწინოს", - განმარტა ექსპერტმა.

რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების, ასევე საქართველოსთან უვიზო რეჟიმისა და უკრაინულ ბაზარზე ქართული პროდუქციის არსებობის პოლიტიკის გადახედვას, ნიკა ჩიტიძის აზრით, ეს საფრთხე არ არსებობს, თუმცა ამ უკანასკნელთან მიმართებაში არ გამორიცხავს, რომ უკრაინამ ქართულ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფები გაზარდოს.

"მართალია, იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემთხვევაში საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ისეთი თბილი აღარ იქნება, როგორც ეს ვიქტორ იუშჩენკოს პრეზიდენტობის დროს იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღებისა და უკრაინულ ბაზარზე ქართული პროდუქციის აკრძალვის საფრთხე მაინც არ არსებობს, ვფიქრობ, ეკონომიკური კავშირები შენარჩუნდება", - განუცხადა ნიკა ჩიტაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".

ამავე კატეგორიიდან: 
10.03.10 - 17:41 - ნიკოლოზ გილაური: 1-ლი სექტემბრიდან საჯარო სკოლებში ერთიანი ეროვნული გეგმა ამოქმედდება
10.03.10 - 12:42 - სერგი კაპანაძე: კელინმა კარგად აღწერა ის პრობლემატიკა, რომელიც არის ცხინვალის რეგიონში
09.03.10 - 20:28 - ბორის ჩოჩიევი: ვიდრე სააკაშვილია ხელისუფლებაში, საქართველოსთან საზღვრის დემარკაციის შესახებ საუბარი არ ღირს

მთავარი დღეს

18:48
ჰამბურგის ციხის საავადმყოფოში ქართველმა არასრულწლოვანმა თავი მოიკლა
18:20
თემურ შაშიაშვილი: ხელისუფლება გაიხრწნა
18:18
თემურ შაშიაშვილი ლევან გაჩეჩილაძეს მერობის არჩევნებში ასპარეზის ირაკლი ალასანიასთვის დათმობისკენ მოუწოდებს
18:17
დავით უსუფაშვილი და თინათინ ხიდაშელი ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის საბჭოს სხდომაში მიიღებენ მონაწილეობას
18:12
აპრილ-მაისში სასკოლო ბარათები ამოქმედდება
 
მარტი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
67
101314
2021
2728
 
 
      
იტვირთება...