სერგეი ბაღაფშმა კნუტ ვოლებეკს განუმარტა, რომ საქართველოს მიერ შემუშავებული სტრატეგიის განხილვასაც კი არ აპირებს
 თბილისი 12:46 - 04.02.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა321  ზომა:
 სეპარატისტულ აფხაზეთში მყოფი ეუთოს ეროვნული უმცირეობების საკითხებში უმაღლდესი კომისარი კნუტ ვოლებეკი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფს შეხვდა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, ბაღაფშმა ვოლებეკთან შეხვედრისას აღნიშმა, რომ აფხაზეთი კარგად აცნობიერებს იმას, რომ ეროვნულ უმცირესობებთან დამოკიდებულება არის ქვეყნის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების მაჩვენებელი. 
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ვოლებეკთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აფხაზეთი არ აპირებს საქართველოს მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართებაში შემუშავებული ახალი დოკუმენტის ე.წ. სტრატეგიის განხილვას.
ამის გარდა, ბაღაფშმა შეხვედრაზე კომენტარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე გააკეთა.
"იმისათვის, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს ურთიერთდათმობებია საჭირო. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით გაფორმდეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულება, მაგრამ ეს საკითხი ვერა და ვერ წყდება. მეტიც, ჩვენ ახალ დოკუმენტს გვთავაზობენ. ჩვენ კი მის განხილვასაც კი არ ვაპირებთ", _ განაცხადა ბაღაფშმა.
ამავე კატეგორიიდან: 
11.03.10 - 13:03 - რუსმა სპეციალისტებმა სოხუმში კომპიუტერის შემსწავლელი კურსები გახსნეს
11.03.10 - 09:19 - დიტერ ბოდენი სერგეი ბაღაფშს შეხვდება
10.03.10 - 20:13 - ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში სეპარატისტულ აფხაზეთში ჩავა

მთავარი დღეს

18:41
დავით ბაქარაძემ დემოკრატიული სახელმწიფოების საპარლამენტო ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
18:40
გიორგი ტუღუში: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ობიექტურია
18:32
ჯონ ბასი: სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული ანგარიშის გამო ამერიკა საქართველოს მიმართ პოზიციას არ შეიცვლის
18:12
ტელეკომპანია "მაესტროს" ახალი დირექტორი ჰყავს
18:09
ქრისტიან-დემოკრატები პრეზიდენტს მოუწოდებენ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან კრიტიკა სათანადოდ შეაფასოს
 
მარტი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
67
121314
2021
2728
 
 
      
იტვირთება...