ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა კობა დავითაშვილის ოფიციალურ წერილსა და შეკითხვას ოფიციალური განცხადებითვე უპასუხა და განმარტა, რომ "ხალხის პარტიის" ლიდერმა გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებების გამო მოსახლეობა შეცდომაში შეყვანა.
"მოვუწოდებ ყველა მოვაჭრეს და კობა დავითაშვილსაც ოფიციალურად ვეუბნები, რომ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ახალი ცვლილება გარე მოვაჭრეებს ზედნადების აუცილებლობას არ უწესებს. ის მხოლოდ ნებაყოფლობითია", _ განაცხადა ბაინდურაშვილმა.
მინისტრის თქმით, თუკი მოვაჭრეები აქციებს დაიწყებენ, ამით არა ბიუჯეტს, არამედ მხოლოდ საკუთარ შემოსავლებს ავნებენ.
ამასთან, ბაინდურაშვილის განმარტებით, ხვალიდან ფინანსთა სამინისტრო ინტენსიურ სამუშაოებს დაიწყებს მოვაჭრეების საინიციატივო ჯგუფებთან, რათა გაირკვეს, "რა პრობლემები აწუხებს მცირე და საშუალო ბიზნესს, რომ შემდგომში მთავრობამ მათ მოგვარებაზე იზრუნოს".
"კოდექსების დაწერისას ძირითადად მსხვილი ბიზნესების ინტერესები იყო გათვალისწინებული, თუმცა ამიერიდან წვრილი და საშუალო ბიზნესების ინტერესებიც იქნება დაცული და ამის გარანტორად მე გამოვდივარ," - განმარტა მინისტრმა.
| 12.03.10 - 19:28 - მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია ჩატარდება |
| 12.03.10 - 18:05 - ბაკურ კვეზერელი გარდაბანში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სერვისცენტრს გახსნის |
| 12.03.10 - 18:02 - საქსტატსა და საქართველოს ბიზნესასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა |
| 18:41 დავით ბაქარაძემ დემოკრატიული სახელმწიფოების საპარლამენტო ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა |
| 18:40 გიორგი ტუღუში: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ობიექტურია |
| 18:32 ჯონ ბასი: სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული ანგარიშის გამო ამერიკა საქართველოს მიმართ პოზიციას არ შეიცვლის |
| 18:12 ტელეკომპანია "მაესტროს" ახალი დირექტორი ჰყავს |
| 18:09 ქრისტიან-დემოკრატები პრეზიდენტს მოუწოდებენ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან კრიტიკა სათანადოდ შეაფასოს |