სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის მიღება ინტერნეტის მეშვეობით არის შესაძლებელი | საინფორმაციო სააგენტო GHN
სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის მიღება ინტერნეტის მეშვეობით არის შესაძლებელი
 თბილისი 12:11 - 04.02.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა2411  ზომა:
დღეს, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

საჯარო რეესტრმა კიდევ ერთ ახალ, გამარტივებულ მომსახურება შესთავაზამეწარმეებს. ამიერიდან სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის მიღება ინტერნეტის მეშვეობით არის შესაძლებელი.

სააგენტოს ვებ გვერდზე მეწარმეებსა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს შეუძლიათ გამარტივებული წესით, ოფისიდან გაუსვლელად, ინტერნეტით მიიღონ ამონაწერი მეწარმეთა და სამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.

ამონაწერში ასახულია კომპანიის დასახელება, იურიდიული მისამართი, მისი ოფიციალური წარმომადგენლები, უფლებამოსილი პირები, პარტნიორები და მათი წილობრივი მონაცემები, ინფორმაცია ორგანიზაციის ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის მიმდინარეობის შესახებ, ასევე კომპანიის ქონებასა და პარტნიორთა წილებზე ყადაღისა და აკრძალვების, საგადსახადო გირანობა-იპოთეკისა და გირავნობების შესახებ.

სააგენტოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა: "ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს სრულიად უფასოდ, სააგენტოს ვებგვერზე მარტივად მოიძიოს არა მხოლოდ ბოლო ინფორმაცია კომპანიის შესახებ, არამედ ყველა ტრანზაქცია, ანუ სრული ისტორია, ასევე შეუძლიათ გაეცნონ სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებს, განცხადებებსა და სხვა მონაცემებს.

სააგენტოს ვებგვერდზე შესაძლებელია ასევე განაცხადის შევსება და მისი ელექტრონულად წარდგენა საჯარო რეესტრში. კანონით განსაზღვრულ ვადაში მომზადებულ დოკუმენტს დაინტერესებული პირი ასევე ელექტრონულად, ინტერნეტის მეშვეობით მიიღებს.

ელექტრონულად მიღებულ ამონაწერს გააჩნია იურიდიული ძალა და ამ სახით გამოიყენება ნებისმიერი ადმინისტრაციული და კერძო უწყების მიერ.
ამონაწერის განახლებით კომპანიის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად აისახება საჯარო რეესტრის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.
მომსახურების საფასურის გადახდაც ვებ-გადახდის სისტემით, საბანკო პლასტიკური ბარათით არის შესაძლებელი.

სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული პროგრამა ონლაინ რეჟიმში მუშაობს და შესაბამისად, მასში განთავსებული ინფორმაცია მუდმივად განახლებადია.
სიახლე ისიც, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირება და ინფორმაციის მიღება სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების გარდა სახალხო ბანკის ნებისმიერ ფილიალსა და სერვისცენტრში შეუძლიათ".

2010 წლის 1 იანვრიდან მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრს, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ინსპექციის ნაცვლად, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

საკანონმდებლო ცვლილებები ‘'საჯარო რეესტრის შესახებ" და „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში, სამოქალაქო კოდექსსა და მომიჯნავე საკანონმდებლო აქტებში შევიდა.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად:
მოიხსნა ტერიტორიული შეზღუდვა. განცხადების წარდგენა და დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია საჯარო რეესტრის 68 ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში.

ამოქმედდა მომსახურების ახალი ვადები და საფასური:
რეესტრიდან ამონაწერის მომზადების საფასური 1 სამუშაო დღის ვადაში შეადგენს 15 ლარს. კანონის ამოქმედებამდე სარეგისტრაციო მომსახურების საფასური 360 ლარამდე მერყეობდა, 1 იანვრიდან ეს გადასახადი შეადგენს 100 ლარს (მომსახურების მიღება განცხადების წარდგენიდან 1 სამუშაო დღეში). ასევე ამოქმედდა დაჩქარებული სარეგისტრაციო მომსახურება (ანუ რეგისტრაცია განცხადების წარდგენისთანავე და მისი ღირებულება შეადგენს 200 ლარს).

შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოებში აღდგა პარტნიორთა წილების რეგისტრაცია, რაც აისახება სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერში და უზრუნველყოფს შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოებში წილების მიმოქცევის გამჭვირვალობას.

 

მასალის გამოყენების პირობები

2013-09-25 18:40
სპორტული კურიოზები
2013-09-25 17:57
კასორლა “იოზილის მოსვლამ “არსენალის” თამაშის ხარისხი გაზარდა”
2013-09-25 17:06
“ნაპოლის” შკრტელი კვლავ სურს
2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
სკოლის ადმინისტრაციამ ლესბოსური დრამის გადაღების უფლება ფილმის ავტორებს არ მისცა მოდელიორი ოსკარ დე ლა რენტა გარდაიცვალა ჯუდ ლოუს მეხუთე შვილი ეყოლება
ეს საინტერესოა
საქართველო მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორისაა უნაყოფობა პარტნიორებს სექსის მიმართ ინტერესს უკარგავს Mango-მ „ნაცისტურ სიმბოლიკიანი“ სამოსის გამო ბოდიში მოიხადა
 



სტატიები და ანალიტიკა
მუსულმანთა ჯანყი საქართველოში
 
ინტერვიუ
რომან გოცირიძე : ვესროლოთ ციფრები თვალებში
ბიზნესი

ბიზნესსესხის საშემოდგომო პორტირება საქართველოს ბანკში

საქართველოს ბანკში სწრაფი ფულადი გზავნილის მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებელი დასაჩუქრდება

„ტექნო ბუმში“ 50% - მდე ფასდაკლების სამდღიანი აქცია იწყება

ბანკ „რესპუბლიკის" განახლებული საკრედიტო ბარათი DREAM CARD განახევრებული საპროცენტო განაკვეთით

„ლიბერთი ბანკმა" ბათუმის ავტობუსებში უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა დაინერგა

თიბისი ბანკმა მომხმარებელს მობაილ ბანკის განახლებული აპლიკაცია წარუდგინა

``ვისოლმა`` და ``სმარტმა`` ერთობლივი, გრანდიოზული აქცია დაიწყეს

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   59.6 %

  -   40.3 %

სულ 966 ხმა

სხვა გამოკითხვები