რუსეთის პატრიარქი: ეკლესიებმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ორი სახელმწიფოს დაპირისპირება წარსულს ჩაბარდეს
 თბილისი 10:30 - 03.02.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა428  ზომა:
რუსეთის პატრიარქ კირილის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ორი სახელმწიფოს დაპირისპირების მძიმე პერიოდი წარსულს ჩაბარდეს.

რუსეთ-საქართველოს ეკლესიების ურთიერთობის მნიშვნელობაზე პატრიარქმა საარქიეპისკოპოსო კრებაზე, 2010 წლის მოხსენებით გამოსვლისას ისაუბრა.

"ეკლესიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ და აკეთებენ კიდეც იმისთვის, რომ ორი სახელმწიფოს დაპირისპირების მძიმე პერიოდი წარსულს ჩაბარდეს და კავკასიაში მშვიდობამ დაისადგუროს", - განაცხადა კირილმა.

ამასთან, პატრიარქის განმარტებით, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ორი ქვეყნის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის შემონახულ კონტაქტებს ენიჭება.

"ეს არის დამაკვშირებელი ძაფი, ჩვენს - ერთმორწმუნე ერებს შორის", - განმარტა რუსეთის პატრიარქმა.

ამავე კატეგორიიდან: 
14.03.10 - 12:13 - იმიტირებულ "ქრონიკას" მურატ ჯიოევმა ბოდვა უწოდა
14.03.10 - 12:12 - იმიტირებულ "ქრონიკას" სერგეი ბაღაფშმა "დიდი სისულელე" უწოდა
13.03.10 - 10:03 - პიტერ სემნები სერგეი შამბას შეხვდა

მთავარი დღეს

14:45
პეტრე ცისკარიშვილი იმიტირებული "ქრონიკის" მომზადებასთან ხელისუფლების კავშირს უარყოფს
14:38
"ლეიბორისტული პარტია" გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას სთხოვს
14:33
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ვიგებთ მშვიდობით და საბოლოო ჯამში გავიმარჯვებთ მშვიდობით
14:31
მიხეილ სააკაშვილი: პირველად 500 წლის განმავლობაში ჩვენ შევქმენით კავკასიაში ნამდვილი სახელმწიფო
14:18
მიხეილ სააკაშვილი: არ ვარ მოხრე ვარდისფერ ფერებში დავინახოთ ქვეყანაში გაკეთებული საქმე მაგრამ არც კარგის არდანახვა შეიძლება
 
მარტი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
67
1314
2021
2728
 
 
      
იტვირთება...