"Geo Flower"-ში წარმოებული ველური ვაშლის ჩირი მთლიანად ექსპორტზე გადის | საინფორმაციო სააგენტო GHN
"Geo Flower"-ში წარმოებული ველური ვაშლის ჩირი მთლიანად ექსპორტზე გადის
 თბილისი 18:51 - 18.09.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა934  ზომა:
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის ვიზიტი რაჭაში გრძელდება. მორიგი ობიექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურში დაათვალიერა, ხილის საშრობი საწარმო "Geo Flower" იყო. მერაბიშვილმა დეტალური ინფორმაცია მიიღო ქარხნის მუშობის სპეციფიკისა და პროდუქციის გასაღების შესახებ.

ქარხნის წარმომადგენლების განცხადებით, საწარმო "Geo Flower" 2011 წელს დაარსდა. ამჟამად, საწარმოში ამზადებენ ველური ვაშლის ჩირს, რომელიც 100%-ით ექსპორტზე, კერძოდ გერმანიაში გადის. თუმცა ქარხანას ფართო შესაძლებლობები აქვს და შესაძლებელია სხვა კენკროვანი კულტურების - მოცვის, ქაცვის, ასკილის მიღება-გადამუშავებაც. საწარმოში 30 ადგილობრივია დასაქმებული და წლის განმავლობაში 1000 ტონამდე ტყის ვაშლის, 100 ტონამდე ასკილის და სხვა კენკროვანი კულტურის გადამუშვებას ახორციელებს.

პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა, რა კრიტერიუმებით შეირჩა რაჭა ამ კონკრეტული საწარმოს ასამოქმედებლად და შესაძლებელია თუ არა საქართველოს სხვა რეგიონებშიც მსგავსი პროექტის განხორციელება. ქარხნის წარმომადგენლების ინფორმაციით, გერმანელების დაინტერესება რაჭის ეკოლოგიურად სუფთა კლიმატმა და ადგილობრივი ხილის განსაკუთრებულმა თვისებებმა განაპირობა. პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, საწარმომ "Geo Flower" გერმანელ პარტნიორებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მაგალითად, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში, განახორციელონ კვლევა და დაადგინონ, რა პროდუქცია იქნება მათთვის და მსოფლიო ბაზრისთვის საინტერესო და მიმზიდველი. სახელმწიფო კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მსგავსი საწარმოების გახსნას.

ამბროლაურის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ონში მიმმდინარე გზების სარეაბილიტაციო სამუშოს გაეცნო, სადაც ამჟამად 5 ცენტრალური ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერაბიშვილი დასაქმებულებს და ადგილობრივებს გაესაუბრა. პროექტის მენეჯერმა პრემიერ-მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე სამუშაოს შესახებ. პროექტი, გზის საფარის დაგებასთან ერთად, ტროტუარების და გაზონების მოწყობასაც ითვალისწინებს. ამჟამად სამუშაოებზე 35 ადამიანზე მეტია დასაქმებული, ხოლო საშუალო ანაზღაურება 600-800 ლარი არის. სრულმასშტაბიანი სამუშაოს დაწყების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 70-80-მდე გაიზრდება.

 

მასალის გამოყენების პირობები

2013-09-25 18:40
სპორტული კურიოზები
2013-09-25 17:57
კასორლა “იოზილის მოსვლამ “არსენალის” თამაშის ხარისხი გაზარდა”
2013-09-25 17:06
“ნაპოლის” შკრტელი კვლავ სურს
2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
პრინცი ჩარლზი კამილა პარკერს ეყრება მილა კუნისი: „გათხოვება არასდროს მსურდა“ რობი უილიამსმა თავის თაყვანისმცემელს ხელი მოტეხა
ეს საინტერესოა
ბრიტანელებმა სილამაზისა და ელეგანტურობის ეტალონად კვლავ ქეით მიდლტონი დაასახელეს ჯონ ლენონის ხელნაწერებისა და ნახატების კოლექცია ნიუ-იორკში Sothebys-ის აუქციონზე გაიყიდება ცოლ-ქმარი ერთმანეთის სისხლს სვამს



სტატიები და ანალიტიკა
„The Wall Street Journal": სირცხვილი საქართველოს
 
ინტერვიუ
მამუკა ჟღენტი: საქართველო მიიღებს ახალი ხელისუფლების ე.წ. მეორე მთავრობას
ბიზნესი

United World Colleges Dilijan - მნიშვნელოვანი ინვესტიცია მომავალში

როგორ გადავჭრათ ფინანსური პრობლემები 5 წუთში?

``საზოგადოება და ბანკები``: ბანკები უარს ამბობენ რესტრუქტურიზაციაზე, სანამ სესხი პრობლემური არ გახდება

ბანკი რესპუბლიკა: აქცენტი ბიზნესზე

NESCAFE®-მ მასშტაბური რებრენდინგი დაიწყო

სწორი გადაწყვეტილება ჯილდოს ღირსია - ამ სლოგანის ქვეშ „თეგეტა მოტორსი" დღეს ახალ აქციას იწყებს

„პეპსი“-მ საზაფხულო გათამაშებაში გამარჯვებულები დააჯილდოვა

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   51.5 %

  -   48.4 %

სულ 795 ხმა

სხვა გამოკითხვები