ნიკა გილაური მეოთხე კვარტლის ეკონომიკურ მაჩვენებლებს პოზიტიურად აფასებს
 თბილისი 14:33 - 02.02.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა221  ზომა:
 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური 2009 წლის მეოთხე კვარტლის ეკონომიკურ მაჩვენებლებს პოზიტიურად აფასებს. როგორც გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მეოთხე კვარტალი პოზიტიური იყო, როგორც დღგ-ს ბრუნვის ისე საგადასახადო შემოსავლებისა და უძრავი ქონების რეგისტრაციის კუთხით. 

"2009 წლის დეკემბერში დღგ-ს ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2, 7 % გაიზარდა. იანვარში კი 12 % იანი ზრდა დაფიქსირდა. საერთო ჯამში 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2009-ში ამ მიმართულებით პლიუს 1, 5 % ზრდა აღინიშნება. თუმცა, ეს არის პირველადი მონაცემები საბოლოო ციფრები კი მარტში გახდება ცნობილი",_ განაცხადა პრემიერ მინისრმა.

რაც შეეხება საგადასახადო შემოსავლებს, პრემიერ-მინისტრის განმარტებით 2009 წელს საგადასახადო აქტივობაც საკმაოდ მაღალი იყო, რის გამოც შესაბამისი მაჩვენებელი 2008 წელთან შედარებით 5 % არის გაზრდილი. _ განმარტა ნიკა გილაურმა.

გარდა ამისა საქართველოს მთავრობის ხალმძღვანელი უძრავი ქონების ბაზარზე არსებული აქტივობისაც კმაყოფილია და აცხადებს, რომ გასული წლის იანვართან შედარებით წინა თქვეს უძრავი ქონების რეგისტრაცია 32 % ით გაიზარდა.

"ასევე სერიოზულადაა გაზრდილი და ფაქტობრივად გაორმაგებულია მშენებლობის ნებართვებიც. ერთი სიტყვით მაკროეკონომინიკური თვალსაზრისით საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება და აღნიშნული მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღგს-ს მიმართულებით მეოთხე კვარტალში კრიზისი დასტულდა", _ განაცახადა გილაურმა.

 

 

 

ამავე კატეგორიიდან: 
10.03.10 - 18:53 - სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების № 9 აუქციონი გაიმართა
10.03.10 - 18:23 - "ბილაინი" მარნეულში აბონენტთა მომსახურების ცენტრს ხსნის
10.03.10 - 18:14 - "PSP" მეხუთედ გახდა "2009 წლის რჩეული ბრენდი"

მთავარი დღეს

18:48
ჰამბურგის ციხის საავადმყოფოში ქართველმა არასრულწლოვანმა თავი მოიკლა
18:20
თემურ შაშიაშვილი: ხელისუფლება გაიხრწნა
18:18
თემურ შაშიაშვილი ლევან გაჩეჩილაძეს მერობის არჩევნებში ასპარეზის ირაკლი ალასანიასთვის დათმობისკენ მოუწოდებს
18:17
დავით უსუფაშვილი და თინათინ ხიდაშელი ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის საბჭოს სხდომაში მიიღებენ მონაწილეობას
18:12
აპრილ-მაისში სასკოლო ბარათები ამოქმედდება
 
მარტი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
67
101314
2021
2728
 
 
      
იტვირთება...