9 აპრილიდან თბილისში საპროტესტო აქციების მორიგი ტალღა დაიწყება
 თბილისი 14:27 - 01.02.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა419  ზომა:
9 აპრილიდან თბილისში საპროტესტო აქციების მორიგი ტალღა დაიწყება.

მიტინგების ორგანიზატორები მერობის ერთიანი კანდიდატების გამოვლენის მიზნით პრაიმერის ჩატარების ინიციატორი პარტიები: "კონსერვატორები", "ხალხის პარტია" და მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" არიან.

როგორც "კონსერვატორების" ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც აღნიშნულმა პოლიტიკურმა ძალებმა სამოქმედო გეგმა, სახელწოდებით "საქართველოს გადარჩენის გეგმა" გამოაქვეყნეს, საპროტესტო აქციები პრევენციული ხასიათის იქნება.

"აქციები იქნება პრევენციული ხასიათის მატარებელი, რომ ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება ვეღარ შესძლოს", - განაცხადა ძიძიგურმა.

საპროტესტო მიტინგების მორიგი ტალღა დედაქალაქში ისევ გაზაფხულზე, ისევ 9 აპრილს დაიწყება და 26 მაისს "გრანდიოზული, გამაფრთხილებელი აქციით" დასრულდება.

პრაიმერის ინიციატორი პარტიები საპროტესტო მიტინგებზე მისვლისკენ საზოგადოების გარდა, არასაპარლამენტო ოპოზიციის დარჩენილ ნაწილსაც მოუწოდებენ.

 

ამავე კატეგორიიდან: 
12.03.10 - 08:10 - დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ჯული ფიშერსა და მელინდა ფონტენს შეხვდება
12.03.10 - 08:00 - ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეიკრიბება
11.03.10 - 21:59 - დონალდ ტუსკი: პოლონეთი საქართველოს ამბიცური მიზნების მიღწევაში დაეხმარება

მთავარი დღეს

08:00
ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეიკრიბება
00:24
ანონსი
21:59
დონალდ ტუსკი: პოლონეთი საქართველოს ამბიცური მიზნების მიღწევაში დაეხმარება
20:44
მიხეილ სააკაშვილი: საქართველო ეცდება, პოლონეთს ეკონომიკური ზრდის კუთხით დაეწიოს
20:33
საქართველოს ეროვნული ბანკი სადაზღვევო ბაზარზე ზედამხედველობას ამკაცრებს
 
მარტი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
67
121314
2021
2728
 
 
      
იტვირთება...