ვადაზე ადრე კიდევ 16 პატიმარი გათავისუფლდება.შესაბამისი შუამდგომლობით ე.წ. უდოს კომისიამ სასამართლოს უკვე მიმართა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროდან აცნობეს, მუდმივმოქმედმა კომისიამ 133 მსჯავრდებულის შუამდგომლობა პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე გუშინ განიხილა, თუმცა მათგან დადებითად მხოლოდ 16 პატიმრის საქმე გადაწყვიტა.
"დანარჩენ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით კომისიამ ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე სასჯელმა ვერ მიაღწია თავის მიზანს და მათ შესაძლებლობა ექნებათ 6 თვეში კვლავ მიმართონ კომისიას. კომისიამ გამჭვირვალედ და ორი მთავარი პრინციპის - პატიმართა უფლებებისა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის გათვალისწინებით იმუშავა", - აცხადებენ კალმახელიძის სამინისტროში.
| 14.03.10 - 17:44 - კოტე კუბლაშვილს ხვალ პარლამენტში ელოდებიან |
| 14.03.10 - 11:58 - საია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისგან "იმედისთვის" სანქციის დაკისრებას მოითხოვს |
| 14.03.10 - 10:02 - კოალიცია "სამოქალაქო განვითარებისათვის" ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სარჩელს წარმოადგენს |
| 18:13 დალილა ხორავა გია ბარამიას წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს |
| 18:12 აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი დალილა ხორავა თანამდებობიდან გაათავისუფლეს |
| 17:45 მოდელირებული "ქრონიკა" ვარდების მოედანზე საზოგადოების ნაწილმა გააპროტესტა |
| 17:45 "იმიტირებულ ქრონიკას" საქართველოს პატრიარქმა უზნეობა უწოდა |
| 15:18 გია ჭანტუარია: არჩევნებში ერთ კაპიკსაც კი არ ვხარჯავ - მე ფული არ მაქვს |