გიგი უგულავა: 2010 წელს დავით აღმაშენებლის გამზირზე 70 შენობა განახლდება
 თბილისი 15:16 - 29.01.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა372  ზომა:

ქალაქის მერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ პროგრამა "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" რამდენიმე კომპონენტისგან შედგება და მისი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის მშენებლობის სტიმულირება და იქ დასაქმებული ხალხისათვის სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ავარიული სახლებიდან ეტაპობრივად, მოსახლეობის ახალ კომფორტულ ბინებში გადაყვანა. 

"ამ პროგრამის მეორე ნაწილი კი მოიცავს რეაბილიტაციას. ამ სამუშაოებზე დასაქმებულია 300 მდე ადამიანი, სამი თბილისური კომპანია მუშაობს ამ სამუშაოებზე. ამ ეტაპზე 70 შენობის რეკონსტრუქცია იგეგმება ანუ ეს არის იმ თანხიდან გამომდინარე რა თანხის შესაძლებლობაც 2010 წლის დასაქმების ბიუჯეტის ფარგლებშიც გვქონდა. იგეგმება რათქმაუნდა სრული რესტავრაცია და ფუნდამენტალური განახლება",_ აცხადებს გიგი უგულავა და დასძენს, რომ საპროექტო სამუშაოები მუდიმივად ყველა შენობის მიმართ მიმდინარეობს და აღმაშენებლის გამზირზე 70 შენობის განახლება წელს მოხდევა. 
"35 შენობის რებილიტაცია ზაფხულამდე მოხდება, შემდეგ კი დანარჩენის წლის ბოლომდე",_ აცხადებს გიგი უგულავა.

ამავე კატეგორიიდან: 
11.03.10 - 21:32 - საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და პოლონეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დამყარდება
11.03.10 - 20:33 - საქართველოს ეროვნული ბანკი სადაზღვევო ბაზარზე ზედამხედველობას ამკაცრებს
11.03.10 - 18:14 - საქართველოს ეროვნული ბანკი სადაზღვევო ბაზარზე ზედამხედველობას ამკაცრებს

მთავარი დღეს

08:00
ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეიკრიბება
00:24
ანონსი
21:59
დონალდ ტუსკი: პოლონეთი საქართველოს ამბიცური მიზნების მიღწევაში დაეხმარება
20:44
მიხეილ სააკაშვილი: საქართველო ეცდება, პოლონეთს ეკონომიკური ზრდის კუთხით დაეწიოს
20:33
საქართველოს ეროვნული ბანკი სადაზღვევო ბაზარზე ზედამხედველობას ამკაცრებს
 
მარტი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
67
121314
2021
2728
 
 
      
იტვირთება...