flydubai უკვე მობილურით | საინფორმაციო სააგენტო GHN
flydubai უკვე მობილურით
 თბილისი 11:06 - 23.07.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა1317  ზომა:
flydubai-ს საერთაშორისო მიმართულებებითა და შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობა უკვე ნებისმიერი მობილურითაა შესაძლებელი

კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ტურისტული ინფორმაციითა და სხვადასხვა ონლაინ სერვისით სარგებლობა ამიერიდან მგზავრებს flydubai-ს მობილური ვებ-გვერდის ახალი აპლიკაცით შეეძლებათ.
flydubai.com - ის მობილური ვერსია მომხმარებელს სთაბაზობს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან დაჯავშნოს ან იყიდოს ბილეთები სხვადასხვა მიმართულებით. მგზავრებს შეუძლიათ ასევე აირჩიონ ადგილები თვითმფრინავში, გადაიხადონ ბარგისა და დაზღვევის საფასური. საიტიდან გადახდა Visa ან Mastercard ტიპის ნებისმიერი საბანკო ბარათის მეშვეობითაა ხელმისაწვდომი. საინტერესოა ასევე ისიც, რომ მგზავრებს საფასურის გადახდა „გადაიხადე მოგვიანებით" სისტემის მეშვეობითაც შეეძლებათ. „გადაიხადე მოგვიანებით" გულისხმობს: მგზავრობის საფასურის გადახდას ფრენის დასრულების შემდეგ ნაღდი ანგარიშსწორებით. ამ სისტემას გაერთიანებულ არაბეთის საემიროებში მოქმედი ათასზე მეტი პარტნიორი კომპანია უწევს მომსახურეობას.
გარდა ზემოთ ხსენებული სერვისებისა მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ფრენის ხანგრძლივობისა და გამგზავრება- დაფრენის შესახებ. ეს ინფორმაცია კი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მგზავრებისთვის, ასევე მათთვის ვინც მეგობრებს და ოჯახის წევრებს აცილებს ან აეროპორტში ხვდება.
flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გაიტ ალ გაიტმა ამ სიახლესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: "ჩვენი კომპანიის მიზანია მგზავრობა მეტად კომფორტული და დაბალფასიანი გახდეს. ჩენ მაქსიმალურად ვცდილობთ მგზავრებს ბილეთის დაჯავშნიდან ფრენის პროცესის დასრულებამდე მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. ახალი მობილური საიტის გაშვება, რომელიც მთავარი ვებ-გვერდის განახლებას დაემთხვა, ჩვენს მგზავრებს კიდევ უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის და მათ ახალი მიმართულებების და ძველის უფრო ხშირად მონახულებისკენ უბიძგებს. საიტზე მომხმარებს შეუძლიათ პირადი პროფილი შექმნან, სადაც დაჯავშნული ბილეთების მოძებნა ავტორიზაციის ნომრით და გვარის მიხედვით შეეძლებათ.
საიტის მობილურ ვერსიაზე პირდაპირ, პროგრამის ჩამოტვირთვის გარეშე შეიძლება შესვლა. ეს აპლიკაცია ნებისმიერ მობილურ მოწყობილობაზე ძალიან სწრაფად მუშობს და ულიმიტოდ იტევს მომხმარებლის პირად ინფორმაციას .

კომპანია flydubai კარგად აცნობიერებს იმას, რომ მობილური ტექნოლოგია ყოვედღიურად მზარდი სფეროა და ჩვენი მომხმარებლებლების ცხოვრებაში ის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. რეგიონის ყველაზე ინოვაციური ავიაკომპანიისათვის მნიშვნელოვანი იყო მგზავრებისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა ბილეთების დაჯავშნის და შეძენის პროცესი. დასასრულს დავამატებ იმას, რომ ეს ჩვენი მობილური გეგმებისთვის მხოლოდ საწყისი ეტაპია".
მგზავრებს მობილური ტელეფონიდან flydubai.com -ზე პირდაპირ შეუძლიათ შესვლა. მობილურ აპლიკაციაზე გადასვლა კი მთავარი გვერდიდან შესაძლებელი.

მასალის გამოყენების პირობები

2013-05-14 16:23
პინკ-პონკის მაგია
2013-05-14 15:43
იტალიელი სპეციალისტის, რობერტო მანჩინის უმუშევარი დარჩა !!!
2013-05-14 14:02
სამეფო კლუბი მზადაა მანჩსტერს 40 მილიონი ევრო შესთავაზოს რუნიში
2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
”ევროვიზიის” კონკურსზე მომხდარი სკანდალების გამო, გამარჯვებულად შესაძლოა, უკრაინის წარმომადგენელი გამოცხადდეს ჰოლივუდის ულამაზესი წყვილი ერთმანეთს დაშორდა ლევან აბაშიძეს 50 წელი შეუსრულდებოდა
ეს საინტერესოა
მეცნიერებმა ინფექციების საწინააღმდეგო ვიტამინი დაასახელეს Forbes -ის ვერსიით ბილ გეიტსის ცოლი პლანეტის გავლენიან ქალთა სამეულში მოხვდა ყველაზე სექსუალური მამაკაცები ბრიტანეთში, ხოლო ქალები კოლუმბიაში ცხოვრობენ


სტატიები და ანალიტიკა
მერაბიშვილი ბურჯანაძემ დააპატიმრა - ხელისუფლების რისკიანი „ვა-ბანკი"
 
ინტერვიუ
ხათუნა ლაგაზიძე: პროვოკაციის მიზანი გახლდათ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ზურგი აქციოს დასავლეთს
ბიზნესი

სოკარი აგრძელებს გაზგასამართი სადგურების ქსელის განვითარებას

კომპანია „ასკანელი ძმები" „როსპოტრებნადზორისაგან" განმარტებებს ელოდება

ქართული პროდუქციის აქტიურ მხარდამჭერად ”გუდვილი” დასახელდა

ბრიტანულმა ბრენდმა Burberry-მ საქართვლოში პირველი მაღაზიის გახსნა აღნიშნა

PayPal -თან შეგიძლიათ მყისიერად გადააბათ ლიბერთი ბანკის ნებისმიერი VISA და MаcterCard ბარათი

საქართველოს ბანკი PayPal-ით გადახდისთვის მომხმარებელს პლასტიკური ბარათების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს

PayPal-ზე თიბისი ბანკის ბარათების მიბმა დღეიდან უკვე შესაძლებელია

შემოგვიერთდი Twitter - ზე


რომელი მედიასაშუალებიდან იღებთ ინფორმაციებს უფრო ხშირად?






სხვა გამოკითხვები

რომელი მედიასაშუალებიდან იღებთ ინფორმაციებს უფრო ხშირად?

ტელევიზია   -   28.4 %

გაზეთი   -   1.87 %

რადიო   -   1.38 %

ინტერნეტგამოცემა   -   68.1 %

ჟურნალი   -   0.16 %

სულ 1229 ხმა

სხვა გამოკითხვები

 
მაისი, 2013
ორსმოთხთპრშბკვ
  45
1112
1819
232526
 

თბილისი:

loading...