საქართველოში ახალი სადაზღვევო პაკეტი ამოქმედდება. ახალი სადაზღვევო სისტემა დღეს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა და ჯანდაცვის მინისტრმა ალქესანდრე კვიტაშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილს გააცნეს.
ცვლილების მიხედვით, სამი თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებმა მთავრობასთან ხელშეკრულებები უნდა გააფორმონ და რეგიონებში საავადმყოფოების მშენებლობის ვალდებულება უნდა აიღონ.
ხელშეკრულებაში დეტალურად გაიწერება, სად და რა რაოდენობით კლინიკა აშენდება. მშენებლობის პირველი ეტაპი 2011 წლის სექტემბერში დასრულდება. ახალი სადაზღვევო პაკეტის მფლობელებს სახელმწიფო მედიკამენტების შეძენის დროს 50%-იანი თანადაფინანსებითაც დაეხმარება. ახალი პაკეტი სამ წელს იმოქმედებს.
"ბევრი ადამიანი გვეღუპება იმის გამო, რომ წამლის ფული არააქვთ. შემოვიღეთ მილიონ ადამიანამდე დაზღვევა გაჭირვებულებზე, მაგრამ წამლები მაინც რჩება პრობლემად. პირველადი მოხმარების მედიკამენტები არ იყო გადაფარული დაზღვევით. ახლა შემოგვაქვს თანადაფინანსება 50%-ით. დავაფინანსებთ ასევე ამბულატორიულ და სხვა მკურნალობის ხარჯებს. ეს ნიშნავს იმას, რომ შევძლებთ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ორგანიზებას", _ განაცხადა სააკაშვილმა.
| 12.03.10 - 18:46 - 18 მარტს გაიმართება პრეზენტაციას წიგნისა "მაქსიმე აღმსარებელი და საქართველო" |
| 12.03.10 - 18:40 - გიორგი ტუღუში: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ობიექტურია |
| 12.03.10 - 18:24 - 199-ე საჯარო სკოლას ძველი სტატუსი და სახელი დაუბრუნდება |
| 18:41 დავით ბაქარაძემ დემოკრატიული სახელმწიფოების საპარლამენტო ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა |
| 18:40 გიორგი ტუღუში: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ობიექტურია |
| 18:32 ჯონ ბასი: სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული ანგარიშის გამო ამერიკა საქართველოს მიმართ პოზიციას არ შეიცვლის |
| 18:12 ტელეკომპანია "მაესტროს" ახალი დირექტორი ჰყავს |
| 18:09 ქრისტიან-დემოკრატები პრეზიდენტს მოუწოდებენ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან კრიტიკა სათანადოდ შეაფასოს |