ახალი სამშენებლო კომპლექსი „M2 იპოდრომთან" - ბინები დასრულებული რემონტით | საინფორმაციო სააგენტო GHN
ახალი სამშენებლო კომპლექსი „M2 იპოდრომთან" - ბინები დასრულებული რემონტით
 თბილისი 15:23 - 21.06.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა44489  ზომა:
დღეს, საქართველოს ბანკის შვილობილმა კომპანიამ "სბ უძრავი ქონება"-მ, განაცხადა ახალი სამშენებლო კომპლექსის „M2 იპოდრომზე" დაწყების შესახებ. პროექტი, რომლის მშენებლობასაც "სბ უძრავი ქონება" ახორციელებს, დაფინანსებულია ჰოლანდიური განვითარების ბანკისა (FMO) და საქართველოს ბანკის მიერ. ამასთან, ჰოლანდიური განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსება ამ დრომდე, საქართველოში საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობისთვის გამოყოფილ თანხებთან შედარებით უპრეცედენტოა და 20 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

საცხოვრებელი კომპლექსი შენდება თამარაშვილის ქ. N 13-ში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიასთან, ქალაქის ცენტრში და ამავდროულად ბუნებასთან ახლოს. ბინების გეგმარება ეფუძნება ყოველი კვადარატული მეტრის ეფექტურად გამოყენებას და მათი ფართი მერყეობს 47-სა და 172 კვ.მ-ს შორის, მომხმარებლის არჩევანისამებრ. ამასთან, ნებისმიერი ბინის პროექტში მფლობელს საშუალება ეძლევა შეიტანოს შესწორება და საკუთარი მოთხოვნის მიხედვით - გააერთიანოს ბინები, შეცვალოს განლაგება და იყიდოს ზუსტად იმ ფართის ბინა, რაც სჭირდება. ბინები ბარდება დასრულებული რემონტით, რაც მფლობელს საშუალებას აძლევს პირადაპირ შევიდეს და იცხოვროს საკუთარ ბინაში. აღსანიშნავია, რომ რემონტის შესრულებისას გათავლისწინებული იქნება ბინის მფლობელის გემოვნება.

კომპლექსის მშენებლობა ხორციელდება უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით. ამავდროულად, ჰოლანდიის განვითარების ბანკის ინიციატივით, მშენებლობაზე კონტროლს ახორციელებს საერთაშორისო საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია. კომლექსში გათვალისწინებულია კერამოგრანიტით მოპირკეთებული სადარბაზო, რკინის მთავარი შესასვლელი კარი, გარე კარ-ფანჯარა ორმაგი მინით, გათბობის ინდივიდუალური სისტემა, შეღებილი კედლები, განათების სისტემა, ლამინირებული ხის შიდა კარები, თაბაშირ-მუყაოს შეკიდული ჭერი, ლამინატის იატაკი, სანტექნიკური კომპლექტი, ასევე ტელეფონი, ინტერნეტი და საკაბელო ხაზები.

„M2 იპოდრომზე" ყველაფერია გათვალისწინებული მაქსიმალური კომფორტისთვის. მთლიანი ასაშენებელი ფართობი 63,247 კვადრატული მეტრია. კომპელექსი შედგება 9 დამოუკიდებელი შენობისაგან, რომელიც განთავსებულია 15,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. კომპლექსს ექნება 6,000 კვ.მ. მოცულობის სარეკრეაციო ზონა, სადაც მოეწყობა შიდა ეზო, საბავშვო მოედანი და სხვა სახის გასართობი ინფრასტრუქტურა. კომპლექსში განთავსდება 237 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი. ასევე, იფუნქციონირებს: 24 საათიანი დაცვის, სადარბაზოს, ლიფტებისა და ეზოს დასუფთავებისა და გამწვანების მოვლის სამსახურები.

„M2 ოპოდრომზე" ბინის შესაძენად, მსურველს შეუძლია ისარგებლოს როგორც საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხით, ასევე შიდა განვადებით. შიდა განვადების შეთხვევაში, მინიმალური თანამონაწილეობა შეადგენს ბინის ღირებულების 35%-ს. აღსანიშნავია, რომ განვადების ვადა 2014 წლის სექტემბრამდე, ანუ მშენებლობის დასრულებამდე გრძელდება; შესაბამისად, ბინის მფლობელი სრულ თნხას მხოლოდ კომპლექსის დასრულებისას იხდის, უზრუნველყოფას კი მხოლოდ შესაძენი უძრავი ქონება შეადგენს.

ბინის საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხით შეძენის შემთხვევაში, სესხის ვადა შეადგენს 10 ან 15 წელს, თანამონაწილეობა - შესაძენი ბინის ღირებულების 10%-დან 40%-მდე, უზრუნველყოფა - მხოლოდ შესაძენი უძრავი ქონება. საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხით სარგებლობა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ყველა ფიზიკურ პირს, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც თვეში 750 ლარს და მეტს შეადგენს.

„M2 იპოდრომთან" კომპანია „სბ უძრავი ქონების" მეორე პროექტია. კომპანიამ უკვე წარამატებით განახორციელა ერთი მსხვილი პროექტი - თანამედროვე დიზაინის ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა თბილისის ერთ-ერთ ძველ, კოლორიტულ უბანში, ჩუბინაშვილის ქუჩა N68-ში, მშენებლობა 2012 წლის აგვისტოში დასრულდება. „M2 იპოდრომთან" კომპლექსის მშენებლობა, 2014 წლის სექტემბერში დასრულდება.

დამატებითი ინფორმაცია „M2 იპოდრომთან" საცხოვრებელი კომპლექსის შესახებ, იხილეთ: www.m2.ge

 

მასალის გამოყენების პირობები

2013-09-25 18:40
სპორტული კურიოზები
2013-09-25 17:57
კასორლა “იოზილის მოსვლამ “არსენალის” თამაშის ხარისხი გაზარდა”
2013-09-25 17:06
“ნაპოლის” შკრტელი კვლავ სურს
2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
სტივ ჯობსის როლს კრისტიან ბეილი შეასრულებს სკოლის ადმინისტრაციამ ლესბოსური დრამის გადაღების უფლება ფილმის ავტორებს არ მისცა მოდელიორი ოსკარ დე ლა რენტა გარდაიცვალა
ეს საინტერესოა
საქართველო მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორისაა უნაყოფობა პარტნიორებს სექსის მიმართ ინტერესს უკარგავს Mango-მ „ნაცისტურ სიმბოლიკიანი“ სამოსის გამო ბოდიში მოიხადა
 



სტატიები და ანალიტიკა
პუტინ-მარგველაშვილის სავარაუდო შეხვედრის სავარაუდო შედეგები
 
ინტერვიუ
რომან გოცირიძე : ვესროლოთ ციფრები თვალებში
ბიზნესი

ვენაში მფრინავი ავტომობილი წარმოადგინეს და სულ მალე მისი სერიული წარმოებაც დაიწყება (ვიდეო)

ბიზნესსესხის საშემოდგომო პორტირება საქართველოს ბანკში

საქართველოს ბანკში სწრაფი ფულადი გზავნილის მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებელი დასაჩუქრდება

„ტექნო ბუმში“ 50% - მდე ფასდაკლების სამდღიანი აქცია იწყება

ბანკ „რესპუბლიკის" განახლებული საკრედიტო ბარათი DREAM CARD განახევრებული საპროცენტო განაკვეთით

„ლიბერთი ბანკმა" ბათუმის ავტობუსებში უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა დაინერგა

თიბისი ბანკმა მომხმარებელს მობაილ ბანკის განახლებული აპლიკაცია წარუდგინა

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   59.6 %

  -   40.3 %

სულ 967 ხმა

სხვა გამოკითხვები