ევრო-2012 მასპინძლების გარეშე დარჩა | საინფორმაციო სააგენტო GHN
ევრო-2012 მასპინძლების გარეშე დარჩა
 თბილისი 09:27 - 20.06.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა479  ზომა:
ზედიზედ მეორედ მოხდა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, რომ ვერცერთმა მასპინძელმა ქვეყანამ ჯგუფური ეტაპის გადალახვა ვერ შეძლო. 2008 წელს ასეთი იაღლიში ავსტრიასა და შვეიცარიას დაემართათ, ახლა კი, პოლონეთს კამპანია უკრაინამაც გაუწია. არადა, პირველ ტურში შვედეთის დამარცხების (2:1) შემდეგ, ოლეგ ბლოხინის შეგირდებს ამბიციები მოეძალათ, მაგრამ ამბიციებს, რომ მონდომებაზე მეტად კლასი სჭირდება, ეს ვეღარ გათვალეს.
თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ამ მატჩში კარსუკან მდგომმა უნგრელმა არბიტრმა მასპინძლებს აშკარა გოლი არ ჩაუთვალა. ეს 62-ე წუთზე მოხდა, როცა მარკო დევიჩის დარტყმულზე ინგლისელთა კიპერმა რეაგირება კი მოახერხა, მაგრამ მოგერიებული ბურთი კარში წავიდა. აშკარად გამოჩნდა, რომ ვიდრე ჯონ ტერი ბურთს ნახტომში უკან გამოიტანდა, მან კარის ხაზი მთლიანად გადაკვეთა. ჩვენი აზრით, მსაჯმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და უკრაინა დააზარალა.
ამ მომენტამდე კი, ოფიციალურ მატჩში მინდორზე დაბრუნება, უეინ რუნიმ გოლით აღნიშნა. ბრიტანელთაგან კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ტიმოშჩუკმა ერთხელ კი მოიგერია, მაგრამ მისმა კოლეგა ჯერარდმა იგი ისევ დააბრუნა მეკარის ბაქანზე. აქ უკრაინელთა კიპერი შეცდა - ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა და ცარიელი კარის შორეულ ძელთან ჩასაფრებულმა „შრეკმა" იგი თავით გაგზავნა მეტოქის კარში - 1:0.
ეს ანგარიში ინგლისელებმა ვიკტორ კაშაის საფინალო სასტვენამდე შეინარჩუნეს და მეოთხედფინალში, ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ პლეი ოფის პირველ ეტაპზე მათი მეტოქე C ჯგუფის მეორეადგილოსანი იტალია იქნება. ეს მატჩი 24 ივნისს კიევში გაიმართება. ამ ჯგუფებიდან გადაჯვარედინებული კიდევ ერთი წყვილი ესპანეთმა და საფრანგეთმა შეადგინეს. ისინი ერთი დღით ადრე დონეცკში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ინგლისი - უკრაინა 1:0 (0:0)
დონეცკი. 19 ივნისი, 2012. „დონბას არენა". 48700 მაყურებელი. 22:45
ინგლისი (4-4-1-1): ჰარტი, ჯონსონი, ტერი, ლესკოტი, ეშლი კოული, მილნერი (უოლკოტი, 70), ჯერარდი, პარკერი, ეშლი იანგი, რუნი (ოკსლეიდ-ჩემბერლენი, 87), უელბეკი (კეროლი, 82).
მთავარი მწვრთნელი: როი ჰოჯსონი.
უკრაინა (4-3-1-2): პიატოვი, გუსევი, რაკიცკი, ხაჩერიდი, სელინი, ტიმოშჩუკი, იარმოლენკო, კონოპლიანკა, გარმაში (ნაზარენკო, 78), მილევსკი (ბუტკო, 77), დევიჩი (შევჩენკო, 70).
მთავარი მწვრთნელი: ოლეგ ბლოხინი.
გაფრთხილებები: ტიმოშჩუკი (63), ჯერარდი (73), რაკიცკი (74), კოული (78), შევჩენკო (86).
გოლი: 1:0 რუნი (48).
მსაჯები: ვიკტორ კაშაი; გაბორ ეროში, გეორგ რინგი; იშტვან ვადი, ტამაშ ბოგნარი (ყველა უნგრეთი); ტომ ჰარალდ ჰაგენი (ნორვეგია).
დარტყმა 7 (3)-14 (3); ჯარიმა 13-12; კუთხური 6-10; თამაშგარე 0-0; ბურთის ფლობა 44%-56%; სეივი 3-5.
1. ინგლისი
3 2 1 0 5:3 7

2. საფრანგეთი
3 1 1 1 3:3 4

3. უკრაინა
3 1 0 2 2:4 3

4. შვედეთი
3 1 0 2 5:5 3

მასალის გამოყენების პირობები

2013-05-14 16:23
პინკ-პონკის მაგია
2013-05-14 15:43
იტალიელი სპეციალისტის, რობერტო მანჩინის უმუშევარი დარჩა !!!
2013-05-14 14:02
სამეფო კლუბი მზადაა მანჩსტერს 40 მილიონი ევრო შესთავაზოს რუნიში
2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
ლენონისა და ჰარისონის გიტარა 408 ათას დოლარად გაიყიდა ”ევროვიზია 2013”-ის ფინელმა მონაწილემ მაყურებელი შოკში ჩააგდო სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროვიზიის ფინალში გავიდნენ
ეს საინტერესოა
ვიწრო წელისა და განიერი თეძოების მქონე ქალები დიდხანს ცოცხლობენ სევდიანი მუსიკა დეპრესიის დაძლევაში დაგეხმარებათ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად ბილ გეიტსი დასახელდა


სტატიები და ანალიტიკა
აქცია რუსთაველზე: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე არა ვარ ევროპელი!"
 
ინტერვიუ
ხათუნა ლაგაზიძე: პროვოკაციის მიზანი გახლდათ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ზურგი აქციოს დასავლეთს
ბიზნესი

კომპანია „ასკანელი ძმები" „როსპოტრებნადზორისაგან" განმარტებებს ელოდება

ქართული პროდუქციის აქტიურ მხარდამჭერად ”გუდვილი” დასახელდა

ბრიტანულმა ბრენდმა Burberry-მ საქართვლოში პირველი მაღაზიის გახსნა აღნიშნა

PayPal -თან შეგიძლიათ მყისიერად გადააბათ ლიბერთი ბანკის ნებისმიერი VISA და MаcterCard ბარათი

საქართველოს ბანკი PayPal-ით გადახდისთვის მომხმარებელს პლასტიკური ბარათების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს

PayPal-ზე თიბისი ბანკის ბარათების მიბმა დღეიდან უკვე შესაძლებელია

ვისოლმა ბორჯომში პირველი გაზგასამართი სადგური გახსნა

შემოგვიერთდი Twitter - ზე


რომელი მედიასაშუალებიდან იღებთ ინფორმაციებს უფრო ხშირად?






სხვა გამოკითხვები

რომელი მედიასაშუალებიდან იღებთ ინფორმაციებს უფრო ხშირად?

ტელევიზია   -   28.1 %

გაზეთი   -   2.02 %

რადიო   -   1.31 %

ინტერნეტგამოცემა   -   68.3 %

ჟურნალი   -   0.17 %

სულ 1138 ხმა

სხვა გამოკითხვები

 
მაისი, 2013
ორსმოთხთპრშბკვ
  45
1112
1819
202526
 

თბილისი: