წელიწადში სამი დროა, ანუ flydubai შრი-ლანკაში გეპატიჟებათ | საინფორმაციო სააგენტო GHN
წელიწადში სამი დროა, ანუ flydubai შრი-ლანკაში გეპატიჟებათ
 თბილისი 13:58 - 07.06.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა1702  ზომა:
წელიწადში სამი დროა. არა ეს უცნაურობა არაა, ეს ფაქტია. იმისათვის, რომ თავად დარწმუნდეთ ამ ჭეშმარიტებაში საკმარისია შრი-ლანკაში გაემგზავროთ. დიახ, შრი-ლანკაში, ინგლისური ჩაის სამშობლოში, ტროპიკულ კუნძულ-ქვეყანაში, ინდოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროდან 31 კილომეტრში.
დიახ, გაემგზავროთ და არც ეს გამგზავრებაა ირეალური ოცნება. საკმარისია მიიღოთ გადაწყვეტილება და მიმართოთ "დუბაი ჯი"-ს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბალტარიფიანი ავიაკომპანიის flydubai-ს ავტორიზებული დისტრიბუტორს საქართველოში.
შრი-ლანკა flydubai-ს ერთ-ერთი ტურისტული მიმართულებაა. არცაა გასაკვირი, რომ კომპანია, რომელიც ავიაინდუსტრიაში ტურიზმის განვითარების ნოვატორად ითვლება საკუთარ მომხმარებელს მუდმივად ახალ, საინტერესო მარშრუტებს სთავაზობს.
შრი-ლანკის კლიმატზე უდიდეს გავლენას ახდენს ტროპიკული მუსონები: ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონი (დეკემბრიდან მარტამდე) და სამხრეთ-დასავლეთის მუსონები (ივნისიდან ოქტომბრამდე). აქ ფაქტობრივად სულ ზაფხულია და ჰერის ტემპერატურა საშუალოდ 30-32 გრადუსს აღწევს.
ერთ საუკუნეზე მეტ ხანს დიდი ბრიტანეთის კოლონიამ დამოუკიდებლობა 1948 წლის 4 თებერვალს მოიპოვა და ქვეყნის გავითარების მთავარ მიმართულებად სოფლის მეურნეობასთან ერთად ტურისტული სფეროც აირჩია.
შესაბამისად, მნახველს თითქოს არც უნდა გაუკვირდეს მაღალი კლასის სატუმროები და მომსახურეობა. მაგრამ აქ რაღაც განსაკუთრებული ხდება. აქაურ ეგზოტიკურ ბუნებას არქიტექტურულად საოცრად ერწყმის ფეშენებელურ სასტუმროები, საიდანაც გადაშლილი თითოეული ხედი ცოცხალი ნახატის განცდას ტოვებს.
ქვეყნის შიდა ნაწილიდან პალმებით მორთული სანაპიროები არც ისე შორსაა და მას სამხრეთით ცამდე აწვდილი მთების სიმწვანე ამშვენებს.
ეს ყველაფერი უნდა ნახო და თან აუცილებლად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც იდიალურ სერვისს და მისაღებ ფასებს გთავაზობენ.
აღმოაჩინე შრი-ლანკა flydubai-სთან და „დუბაი ჯი"-სთან ერთად, ეს არ არის სარეკლამო სლოგანი, ესაა ოცნება, რომელიც შეიძლება რეალობად აქციო.
ამ რეალობას საქართველოში ტურიზმის მოყვარულებისთვის სათავე ჯერ კიდევ 2011 წლის 5 ნოემბერს დაედო, როდესაც flydubai-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო.
როგორც flydubai -ს აღმასრულებელი დირექტორი გაიტ ალ გაიტი აცხადებს, კომპანიის მგზავრისათვის ესა თუ ის სერვისი ბორტზე არის არჩევითი და სწორედ ამის საფუძველზე ახერხებს კომპანია დაბალი ფასის შენარჩუნებას.
შესაბამისად, შრი-ლანკაში გამგზავრების მსურველებსაც „დუბაი ჯი" ინდივიდუალურ რეჟიმში ურჩევს მათთვის საურველ პაკეტს.

"ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გავითვალისწინოთ თითოეული კლიენტის ინტერესი, შესაბამისი ტურები მოვარგოთ მათ ბიუჯეტს რათა ისინი არა თუ კმაყოფილნი დარჩნენ ჩვენი მომსახურეობით, არამედ გაუჩნდეთ სურვილი კვლავ არაერთხელ დაისვენონ და იმოგზაურონ ჩვენი მეშვეობით", - აცხადებს „დუბაი ჯი"-ს წარმომადგენელი ლელა ხაჟალია.
მისი თქმით, უკვე არაერთი ტურისტი ეწვია ამ მომხბლელ ქვეყნას და შრი-ლანკაში გამგზავრების მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება.
"ცრემლი ფორმის კუნძულის მონახულების მსურველთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. flydubai ნებისმიერ მსურველს აძლევს შანსს ეწვიოს ამ მართლაც ზღაპრულ სამყაროს", - აცხადებს ლელა ხაჟალია.
flydubai -ში მიიჩნევენ, რომ მათი ავიაკომპანია ხელს შეუწყობს საქართველოში არა მარტო ვაჭრობის განვითარებას, არამედ ტურისტული კავშირების გაღრმავებას და ქართველი ტურიტებისთვის ახალი მარშრუტების, მსოფლიოს ულამაზესი კუთხეების, მონახულებას.
"ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას და მგზავრებს შესაძლებლობას მივცემთ, იმოგზაურონ რაც შეიძლება მეტი მიმართულებით", - აცხადებს კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჰამად აბაიდალუ.
თუმცა, ჯერ მაინც უმჯობესია შრი-ლანკას მონახულება, თუნდაც იმიტომ რომ ეს არის შანსი, რომელიც აუცილებლად გამოსაყებელია. შანსი იმისა, რომ დარწმუნდე, თუ რატომ დაასახელა მარკო პოლომ შრი-ლანკა მსოფლიოს საუკეთესო კუნძულად და დაიჯერო, რომ წელიწადში მართლა არსებობს სამი დრო.

”ჯი-ეიჩ-ენი”, ანნი მირცხულავა

მასალის გამოყენების პირობები

2013-05-24 17:34
მოურინიო ლონდონი გადაბარგდება
2013-05-14 16:23
პინკ-პონკის მაგია
2013-05-14 15:43
იტალიელი სპეციალისტის, რობერტო მანჩინის უმუშევარი დარჩა !!!
2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
კეტრინ ზეტა ჯონსი ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაწერეს კანის კინოფესტივალზე 2 მლნ დოლარად შეფასებული ბრილიანტის ყესლაბამი მოიპარეს ბრედ პიტი ავადაა
ეს საინტერესოა
პასიური მოწევა ბავშვის ფსიქიკას აზიანებს მეცნიერებმა ინფექციების საწინააღმდეგო ვიტამინი დაასახელეს Forbes -ის ვერსიით ბილ გეიტსის ცოლი პლანეტის გავლენიან ქალთა სამეულში მოხვდა


სტატიები და ანალიტიკა
გარანტიები (არ) არსებობს...
 
ინტერვიუ
წმინდა სინოდის წევრი პარტიას ქმნის
ბიზნესი

სოკარი აგრძელებს გაზგასამართი სადგურების ქსელის განვითარებას

კომპანია „ასკანელი ძმები" „როსპოტრებნადზორისაგან" განმარტებებს ელოდება

ქართული პროდუქციის აქტიურ მხარდამჭერად ”გუდვილი” დასახელდა

ბრიტანულმა ბრენდმა Burberry-მ საქართვლოში პირველი მაღაზიის გახსნა აღნიშნა

PayPal -თან შეგიძლიათ მყისიერად გადააბათ ლიბერთი ბანკის ნებისმიერი VISA და MаcterCard ბარათი

საქართველოს ბანკი PayPal-ით გადახდისთვის მომხმარებელს პლასტიკური ბარათების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს

PayPal-ზე თიბისი ბანკის ბარათების მიბმა დღეიდან უკვე შესაძლებელია

შემოგვიერთდი Twitter - ზე


რომელი მედიასაშუალებიდან იღებთ ინფორმაციებს უფრო ხშირად?






სხვა გამოკითხვები

რომელი მედიასაშუალებიდან იღებთ ინფორმაციებს უფრო ხშირად?

ტელევიზია   -   28.2 %

გაზეთი   -   1.88 %

რადიო   -   1.33 %

ინტერნეტგამოცემა   -   68.3 %

ჟურნალი   -   0.15 %

სულ 1274 ხმა

სხვა გამოკითხვები

 
მაისი, 2013
ორსმოთხთპრშბკვ
  45
1112
1819
2526
 

თბილისი:

loading...