ილია მეორე: საქართველომ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების იმედი არ უნდა დაკარგოს
 თბილისი 16:05 - 24.01.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა460  ზომა:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინსესისა და უნეტარეს ილია მეორის განცხადებით, საქართველომ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების იმედი არ უნდა დაკარგოს.

თავმდაბლობის აუცილებლობაზე პატრიარქმა დღეს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას ისაუბრა.

"ღმერთმა მისცეს მშვიდობა და მთლიანობა საქართველოს. მართალია, დღეს უჭირს საქართველოს, მართალია, დანგრეულია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ, იმედი არ უნდა დავკარგოთ. ეს თვისება - თავდაბლობა ლოცვა და მარხვა, სიკეთის კეთება დაგვიბრუნებს ჩვენ აფხაზეთსა და ცხინვალს", - ბრძანა უწმინდესმა.

დღესვე პატრიარქმა ბერიძეების, მიქაბერიძეების, გეგეჭკორებისა და კომახიძეების გვარები, ასევე ტაძარში მყოფი 189-ე და მე-15 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები დალოცა.

 

ამავე კატეგორიიდან: 
12.03.10 - 00:15 - თსუ-ში იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი იხსნება
11.03.10 - 20:57 - ჯანდაცვის პროფკავშირის წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ
11.03.10 - 20:43 - პაპუნა დავითაია ჯული ფიშერსა და მელინდა ფონტენს შეხვდება

მთავარი დღეს

08:00
ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეიკრიბება
00:24
ანონსი
21:59
დონალდ ტუსკი: პოლონეთი საქართველოს ამბიცური მიზნების მიღწევაში დაეხმარება
20:44
მიხეილ სააკაშვილი: საქართველო ეცდება, პოლონეთს ეკონომიკური ზრდის კუთხით დაეწიოს
20:33
საქართველოს ეროვნული ბანკი სადაზღვევო ბაზარზე ზედამხედველობას ამკაცრებს
 
მარტი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
67
121314
2021
2728
 
 
      
იტვირთება...