საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ახალი ცვლილებები კიდევ არის მოსალოდნელი | საინფორმაციო სააგენტო GHN
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ახალი ცვლილებები კიდევ არის მოსალოდნელი
 თბილისი 19:08 - 07.05.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა259  ზომა:
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ახალი ცვლილებები კიდევ არის მოსალოდნელი. დღეს საკონსტიტუციო კომისიისა და იურიდიული კომიტეტის სხდომებზე გახდა ცნობილი, საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტში რამდენიმე ახალი ცვლილების შესახებ. თუმცა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი კიდევ ერთ ცვლილებას ვარაუდობს.

კერძოდ, საკითხი ეხება კონსტიტუციის ერთ-ერთ მუხლს, რომლის თანახმადაც, ორმაგი მოქალაქეობის მქონე, მათ შორის საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს ეკრძალება იყოს პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტი.

როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სავარაუდოდ, აღნიშნული მუხლიც შეიცვლება, რათა ასეთ პირებს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართვის შესაძლებლობა მიეცეთ.

ამჟამად არსებული კანონპროექტის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ენიჭება ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საქართველოშია დაბადებული და ათი წელი მაინც უცხოვრია საქართველოში და ასევე, ბოლო სამი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში. ასეთ პირებს ექნებათ, როგორც არჩევნებში კენჭისყრის, ასევე ხმის მიცემის უფლებაც.

აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ 2015 წლის 1-ელ იანვრამდე იმუშავებს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პლენარულ სხდომაზე ხვალ განიხილება.

 

მასალის გამოყენების პირობები

2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
 


სტატიები და ანალიტიკა
ძლიერდება თუ არა საქართველოში რუსული იდეოლოგია?
 
ინტერვიუ
სოლომონ პავლიაშვილი: ეს ინფლაცია კი არა, დევალვაციაა
ბიზნესი

"300 არაგველთან" "ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის" ფილიალი გაიხსნა

რუსეთი ბაზრიდან მიდის

საპარტნიორო ფონდმა ხუთვარსკვლავიანი „რიქსოს ბორჯომი" გახსნა

"დანკინ დონატსი" საქართველოშია

ქუთაისში ვითიბი ბანკის ახალი სერვის ცენტრი გაიხსნა

2014 წელი „ვისოლ ჯგუფისათვის" განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა

2014 წლის ``ოქროს პერგამენტის`` საპატიო ლაურეატად სახელმწიფო პროგრამა ``აწარმოე საქართველოში`` დასახელდა

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   59.7 %

  -   40.2 %

სულ 983 ხმა

სხვა გამოკითხვები