საია უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის სახელმწიფო საიდუმლოებასთან წვდომის დაკანონებას მიუღებლად მიიჩნევს | საინფორმაციო სააგენტო GHN
საია უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის სახელმწიფო საიდუმლოებასთან წვდომის დაკანონებას მიუღებლად მიიჩნევს
 თბილისი 18:15 - 07.05.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა341  ზომა:
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაცია მიუღებლად მიიჩნევს, უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის სახელმწიფო საიდუმლოებასთან წვდომის დაკანონებას. ამის შესახებ საია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წარმოდგენილ დასკვნაში საუბრობს.

საიას განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქისათვის საარჩევნო უფლების მინიჭებით, მას შესაძლებლობა ეძლევა არჩეულ იყოს უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე და შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებასთან წვდომის საშუალებაც მიეცემა.

"მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩევის გზით სხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების ან უშიშროების თანამშრომელს, შეხება ექნება ისეთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან, რომელთან წვდომა თვით საქართველოს მოქალაქესაც კი არა აქვს. ეს უკანასკნელი ქმნის იმ სახელმწიფოს მიერ საქართველოს საქმეებში ჩარევის საფრთხეს, რომლის მოქალაქესაც წარმოადგენს პოლიტიკური უფლებების მქონე უცხოელი. ეს საფრთხე არ არსებობს ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევაში, ვინაიდან პირი, რომელიც ჩადგება თავისი მეორე მოქალაქეობის სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების ან უშიშროების სამსახურში, კარგავს საქართველოს მოქალაქეობას და მასთან ერთად პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებასაც. გაუგებარია, თუკი ევროკავშირის მოქალაქე, რომელსაც პოლიტიკური თანამდებობა უკავია და ხელი მიუწვდება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ჩადგა თავისი მოქალაქეობრივი სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, როგორ იქნება დაცული საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოება? ადამიანი მჭიდროდ არის დაკავშირებული თავის მოქალაქეობის სახელმწიფოსთან, რომლის მიმართაც მას შესაძლოა გააჩნდეს განსაზღვრული ტიპის ვალდებულებები და იქცეს ინსტრუმენტად თავისი სახელმწიფოს ინტერესების საქართველოში გასატარებლად", - ნათქვამია საიას დასკვნაში.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საქართველოშია დაბადებული და 10 წელი მაინც უცხოვრია აქ, არჩევნებში კენჭისყრის უფლება ეძლევა. აღნიშნული ნორმა მხოლოდ სამ წელიწადს იმოქმედებს.

 

მასალის გამოყენების პირობები

2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
რაიან გოსლინგმა სექსუალური მამაკაცის ტიტულზე უარი თქვა ჰიტლერის ნახატი 130 ათას ევროს გაიყიდა არტურ მილერის ეროტიკულ წერილებს აუქციონზე გაყიდიან
ეს საინტერესოა
აღმოაჩინეს ვირუსი, რომელიც ადამიანს ასულელებს საუდის არაბეთში ქორწილში ნეფემ ცოლთან გაყრა მისი სახის დანახვის შემდეგ გადაწყვიტა მეცნიერებმა დაადგინეს თუ რატომ მოსწონთ კიმ კარდაშიანი მამაკაცებს
 



სტატიები და ანალიტიკა
ბენდუქიძის საქართველოში ჩამოსვლის უცნობი დეტალები
 
ინტერვიუ
ხათუნა ლაგაზიძე: ერთი ჯარისკაცის გარეშეც შეუძლია რუსეთს წყალი შეუყენოს საქართველოს დამოუკიდებლობას
ბიზნესი

"ვენდი" პირველი რესტორნის გახსნიდან 45 წლის იუბილეს საქართველოშიც აღნიშნავს

„თიბისი ლიზინგის" 9,94%-იან წილს EBRD-გან „თიბისი ბანკი" გამოისყიდის

თიბისის IIIQ-ში მოგება წლიურად 33,8%-ით გაეზარდა

ვენაში მფრინავი ავტომობილი წარმოადგინეს და სულ მალე მისი სერიული წარმოებაც დაიწყება (ვიდეო)

ბიზნესსესხის საშემოდგომო პორტირება საქართველოს ბანკში

საქართველოს ბანკში სწრაფი ფულადი გზავნილის მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებელი დასაჩუქრდება

„ტექნო ბუმში“ 50% - მდე ფასდაკლების სამდღიანი აქცია იწყება

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   59.6 %

  -   40.3 %

სულ 968 ხმა

სხვა გამოკითხვები