"იმელის" ყოფილ შენობაში "მილენიუმის" სასტუმრო განთავსდება | საინფორმაციო სააგენტო GHN
"იმელის" ყოფილ შენობაში "მილენიუმის" სასტუმრო განთავსდება
 თბილისი 13:53 - 07.05.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა351  ზომა:
"იმელის" ყოფილ შენობაში "მილენიუმის" სასტუმრო განთავსდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება არაბეთის გაერთიანებული საემიროების დელეგაცია, აბუ დაბის შეიხ ნაიან მაბარაკ ალ ნაიანის მეთაურობით. ნაიან მაბარაკ ალ ნაიანი არის არაბეთის გაერთიანებული საემიროების უმაღლესი განათლების მინისტრი, საემიროების Union National Bank- ის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის რექტორი, შპს "დაბი კონტრაქტინგისა" და "დაბი გრუპის" თავმჯდომარე.

აღნიშნული კომპანიის საკუთრებაა რუსთაველის გამზირზე მდებარე ყოფილი იმელის შენობა.
დღეს "დაბი გრუპის" აღმასრულებელი ხელმძღვანელი, შეიხის წარმომადგენელი საქართველოში სემ ედუარდი და სასტუმროთა ქსელ "მილენიუმის" ვიცე-პრეზიდენტი მანფრედ სიმონსი, ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ყოფილი იმელის შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ, კომპანია "მილენიუმი" სასტუმროს ოპერატორი გახდება.

ცნობილია, რომ შენობა სრულად შეინარჩუნებს ისტორიულ იერსახეს და იქნება ერთ-ერთი მაღალი დონის სასტუმრო, რომელიც თბილისის სტუმრებს მოემსახურება.

ინვესტორი სასტუმროს მშენებლობაზე 40 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. მშენებლობაზე 100-ობით სამუშაო ადგილი შეიქმნება. სამშენებლო სამუშაო ორ წელიწადში დასრულდება.

 

 

 

მასალის გამოყენების პირობები

2013-09-25 18:40
სპორტული კურიოზები
2013-09-25 17:57
კასორლა “იოზილის მოსვლამ “არსენალის” თამაშის ხარისხი გაზარდა”
2013-09-25 17:06
“ნაპოლის” შკრტელი კვლავ სურს
2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
ლონდონში ემი ვაინჰაუსის ქანდაკება დადგეს ჟერარ დეპარდიეს აღიარება მაიკლ ჯექსონის 16 წლის ქალიშვილი ორსულადაა?
ეს საინტერესოა
პრინცმა ჰარიმ 30 წლის იუბილეზე გარდაცვლილი დედისგან ძვირფასი საჩუქარი მიიღო ყავამანია ყველაზე ფართოდ ჟურნალისტებს შორისაა გავრცელებული ბრიტანელებმა სილამაზისა და ელეგანტურობის ეტალონად კვლავ ქეით მიდლტონი დაასახელეს
 


სტატიები და ანალიტიკა
ვენდეტა: საქართველო თავის ახალ ევროპულ მეგობრობას რისკის ქვეშ აყენებს
 
ინტერვიუ
რამაზ საყვარელიძე: პრეზიდენტისა და მთავრობის დაპირისპირების მიზეზი კონსტიტუციაა
ბიზნესი

„ლიბერთი ბანკმა" ბათუმის ავტობუსებში უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა დაინერგა

თიბისი ბანკმა მომხმარებელს მობაილ ბანკის განახლებული აპლიკაცია წარუდგინა

``ვისოლმა`` და ``სმარტმა`` ერთობლივი, გრანდიოზული აქცია დაიწყეს

საქართველოში Tommy Hilfiger-ის პირველი ოფიციალური მაღაზია გაიხსნა

Moneyman.ge"კომპანიის საქმიანობას წარმატებულად აფასებს

Hotmarket.ge - ახალი შესაძლებლობები

რომპეტროლის ქსელში ბენზინი 3 თეთრით გაიაფდება

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   52.0 %

  -   47.9 %

სულ 805 ხმა

სხვა გამოკითხვები