გიორგი ბარამიძე თსუ-ის სტუდენტებს შეხვდა | საინფორმაციო სააგენტო GHN
გიორგი ბარამიძე თსუ-ის სტუდენტებს შეხვდა
 თბილისი 17:43 - 07.05.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა307  ზომა:
7 მაისს ევროპის კვირეულის ფარგლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე ესტუმრა. ღონისძიებას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილიც ესწრებოდა.

"მოხარული ვარ, რომ ევროპის კვირეულში თსუ-ც ჩაერთო. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები პირველწყაროდან მიიღებენ ინფორმაციას ჩვენი ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ. საქართველოს ურთიერთობა ევროპასთან პრიორიტეტულია ქვეყნის განვითარების გზაზე"- განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

გიორგი ბარამიძემ სტუდენტებთან საქართველოს მნიშვნელოვან საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ევროსტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება საქართველოს ფასეულობებსა და პრინციპებს ეფუძნება. „ახალგაზრდები კარგად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ევროკავშირთან ურთიერთობებზე: „რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რა მიზნებს ისახავს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და საბოლოო ჯამში რას მოუტანს ეს ჩვენს საზოგადოებას"- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია. თსუ სტუდენტები დაინტერესდნენ ევროკავშირში გაწევრიანების ხელისშემშლელი ფაქტორებით, ევროკავშირის ქვეყნებში ქართველ სტუდენტთა სწავლის დაფინანსების საკითხებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებითა და საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობებში შესაძლო ცვლილებებით.

"ევროპის კვირეული" თბილისში ყოველწლიურად ტარდება. წელს კვირეული „ევროპის სახლში" გაიხსნა და 30 მაისამდე გასტანს.

 

მასალის გამოყენების პირობები

2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
 


სტატიები და ანალიტიკა
ძლიერდება თუ არა საქართველოში რუსული იდეოლოგია?
 
ინტერვიუ
სოლომონ პავლიაშვილი: ეს ინფლაცია კი არა, დევალვაციაა
ბიზნესი

"300 არაგველთან" "ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის" ფილიალი გაიხსნა

რუსეთი ბაზრიდან მიდის

საპარტნიორო ფონდმა ხუთვარსკვლავიანი „რიქსოს ბორჯომი" გახსნა

"დანკინ დონატსი" საქართველოშია

ქუთაისში ვითიბი ბანკის ახალი სერვის ცენტრი გაიხსნა

2014 წელი „ვისოლ ჯგუფისათვის" განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა

2014 წლის ``ოქროს პერგამენტის`` საპატიო ლაურეატად სახელმწიფო პროგრამა ``აწარმოე საქართველოში`` დასახელდა

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   59.7 %

  -   40.2 %

სულ 983 ხმა

სხვა გამოკითხვები