ოს სეპარატისტები თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვენ | საინფორმაციო სააგენტო GHN
ოს სეპარატისტები თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვენ
 თბილისი 16:41 - 07.05.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა921  ზომა:
ოს სეპარატისტთა ლიდერი ლეონიდ თიბილოვი დღეს ცხინვალში ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს - ფილიპ ლეფორს (ევროკავშირი), პოდრიგ მერფის (ეუთო) და ანტი ტურუნენს (გაერო) შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ოს სეპარატისტთა ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.

"მე ვიცი იმ სამუშაოს შესახებ, რომელსაც თქვენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფარგლებში აწარმოებთ. ძირითადი საკითხები, რომლებითაც თქვენ დაკავებული ხართ ეს უსაფრთხოების საკითხებია, რომლებიც ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტასთან არის დაკავშირებული. ჩემი აზრით, ძირითადი მიზანი რა თქმა უნდა არის შეთანხმების გამომუშავება საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის მიმართ ძალის გამოყენებლობის შესახებ", - განაცხადა ოს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა და ოსური მედიის ინფორმაციით, სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ 19 რაუნდი ისე ჩატარდა, რომ ამ მიმართულებით "წინსვლა არ არის".

"ამ საკითხს უფრო აქტიური მიდგომა სჭირდება. უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის შორის მომავალ ურთიერთობებზე საუბარი შეუძლებელია",_ განაცხადა ოს სეპარატისტთა ლიდერმა და სთხოვა თანათავმჯდომარეებს ქართული მხარემდე მიეტანათ ის, რომ "ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა აუცილებელია. ამის გარეშე წინ წაწევა გართულდება", _ განაცხადა ოს სეპარატისტთა ლიდერმა.

 

მასალის გამოყენების პირობები

2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
კამერონ დიაზი და ბენჯი მედენი დაინიშნენ? ელტონ ჯონი და დევიდ ფერნიში დაქორწინდნენ ლეონარდო დი კაპრიო რომან აბრამოვიჩის ცოლთან ერთად დაინახეს
ეს საინტერესოა
15 პროდუქტი, რომელიც თქვენს ორგანიზმს გააჯანსაღებს როგორ დაეხმაროთ ბავშვს უკეთესად სწავლაში დიდ ბრიტანეთში იყიდება თოჯინა მუსულმანი ბავშვებისთვის
 


სტატიები და ანალიტიკა
ნოემბრის თეზისები - ``ან თქვენ ხართ დაკავებული პოლიტიკით, ან პოლიტიკაა დაკავებული თქვენით``
 
ინტერვიუ
ხათუნა ლაგაზიძე: ერთი ჯარისკაცის გარეშეც შეუძლია რუსეთს წყალი შეუყენოს საქართველოს დამოუკიდებლობას
ბიზნესი

მიიღე ტექნიკა უფასოდ

საუკეთესო საჩუქარი ახალ წელს ”ელიტ ელექტრონიქსისგან”

"ვენდი" პირველი რესტორნის გახსნიდან 45 წლის იუბილეს საქართველოშიც აღნიშნავს

„თიბისი ლიზინგის" 9,94%-იან წილს EBRD-გან „თიბისი ბანკი" გამოისყიდის

თიბისის IIIQ-ში მოგება წლიურად 33,8%-ით გაეზარდა

ვენაში მფრინავი ავტომობილი წარმოადგინეს და სულ მალე მისი სერიული წარმოებაც დაიწყება (ვიდეო)

ბიზნესსესხის საშემოდგომო პორტირება საქართველოს ბანკში

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   59.7 %

  -   40.2 %

სულ 976 ხმა

სხვა გამოკითხვები