საია საკონსტიტუციო ცვლილებებს, სახელმწიფო სუვერენიტეტის საფრთხედ მიიჩნევს | საინფორმაციო სააგენტო GHN
საია საკონსტიტუციო ცვლილებებს, სახელმწიფო სუვერენიტეტის საფრთხედ მიიჩნევს
 თბილისი 16:25 - 07.05.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა710  ზომა:
 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საკონსტიტუციო ცვლილებებს, სახელმწიფო სუვერენიტეტის საფრთხედ მიიჩნევს.

ამის შესახებ საიას წარმომადგენელმა თათული თოდუამ დღეს საყოველთაო-სახალხო განხილვის საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე, საკონსტუტუციო ცვლილებების განხილვისას განაცხადა, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობას ეხება.

მისი თქმით, საკონსტიტუციური ცვლილებები ერთჯერადი პოლიტიკური მოვლენის გამოძახილია და მიზნად ისახავს, რომ საფრანგეთის მოქალაქემ ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

საიას განმარტებით, საზოგადოებრივი ხელშეკრულება ავალდებულებს სახელმწიფოს იმოქმედოს ექსკლუზიურად საკუთარი მოქალაქეების პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად.

,,წარმოადგენენ რა პირველადი სუვერენიტეტის წყაროს, ქვეყნის მოქალაქეებს გააჩნბიათ მონოპილია პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაზე. სახელმწიფოს, როგორც ნაწარმოები სუვერენიტეტის მატარებელ სუბუექტს, უფლება არ აქვს გააფართოვოს საზოგადოებრივი ხელშეკრულებით მასთან დაკავშირებულ პირთა წრე, პასიური საარჩევნო უფლება მიანიჭოს უცხოელებს და ამით დაარღვიოს პირველადი სუვერენიტეტით მოქალაქეებისთვის დადგენილი პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის მონოპოლია. სხვაგვარად სერიოზული საფრთხე დაემუქრება საქართველოს სახელმწიფოს საშინაო სუვერენიტეტს, ვინაიდან, მოქალაქეების გარდა, სახელმწიფო პოლიტიკური თვალსაზრისით, ანგარიშვალდებული ხდება, უცხოელის მიმართ და პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხები სცილდება საქართველოს მოქალაქეთა მონოპოლიური უფლებამისილების ფარგლებს. საშინაო სუვერენიტეტი კი სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფოსა და მისი მარწმუნებელი მოქალაქეთა კლასის უზენაესობა შიდა პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილების მიღებისას,, - მიიჩნევენ საიაში.

საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებს ეძლევათ, რომლებიც საქართველოში არიან დაბადებული და აქ 10 წელი მაინც უცხოვრიათ.

 

მასალის გამოყენების პირობები

2013-09-25 18:40
სპორტული კურიოზები
2013-09-25 17:57
კასორლა “იოზილის მოსვლამ “არსენალის” თამაშის ხარისხი გაზარდა”
2013-09-25 17:06
“ნაპოლის” შკრტელი კვლავ სურს
2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
ლეონარდო დი კაპრიომ ტონი გარნი მიატოვა ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა მომავალი ბავშვის სახელი უკვე მოიფიქრეს ანჯელინა ჯოლიმ ქმარს 3 მლნ დოლარის ღირებულების საათი აჩუქა
ეს საინტერესოა
რატომ უკრძალავდა სტივ ჯობსი თავის შვილებს iPhone-ის გამოყენებას ადამიანები ყველაზე დიდხანს იაპონიაში ცოცხლობენ პრინცმა ჰარიმ 30 წლის იუბილეზე გარდაცვლილი დედისგან ძვირფასი საჩუქარი მიიღო
 



სტატიები და ანალიტიკა
არაშემთხვევითი განცხადებები -``ისლამური სახელმწიფოს`` წინააღმდეგ ბრძოლა და რუსული პროექტები
 
ინტერვიუ
მანანა ნაჭყებია: მიშას ხელში რომ ვცხოვრობდით, იმაზე უარესად თუ ვიქენით მაშინ რა აზრი აქვს ხელისუფლების ცვლას?
ბიზნესი

„ტექნო ბუმში“ 50% - მდე ფასდაკლების სამდღიანი აქცია იწყება

ბანკ „რესპუბლიკის" განახლებული საკრედიტო ბარათი DREAM CARD განახევრებული საპროცენტო განაკვეთით

„ლიბერთი ბანკმა" ბათუმის ავტობუსებში უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა დაინერგა

თიბისი ბანკმა მომხმარებელს მობაილ ბანკის განახლებული აპლიკაცია წარუდგინა

``ვისოლმა`` და ``სმარტმა`` ერთობლივი, გრანდიოზული აქცია დაიწყეს

საქართველოში Tommy Hilfiger-ის პირველი ოფიციალური მაღაზია გაიხსნა

Moneyman.ge"კომპანიის საქმიანობას წარმატებულად აფასებს

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   59.6 %

  -   40.3 %

სულ 960 ხმა

სხვა გამოკითხვები